Wednesday, October 27, 2010

თანამშრომლობის ხელშეკრულება რუმინეთის საანგარიშო სასამართლოსა და საქართველოს კონტროლის პალატას შორის


საქართველოს კონტროლის პალატასა და რუმინეთის საანგარიშო სასამართლოს (რუმინეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანო) შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა ქუთაისში, კონტროლის პალატის სათავო ოფისში გაიმართა.თანამშრომლობის ხელშეკრულება ხელს შეუწყობს საქართველოს კონტროლის პალატასა და რუმინეთის საანგარიშო სასამართლოს, განავითარონ ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ფინანსური რესურსების აუდიტის სფეროში შეხედულებების, ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების გაცვლას.საქართველოსა და რუმინეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოების თანამშრომლობის ხელშეკრულება შემდეგ ძირითად პრინციპებს ითვალისწინებს:
გამოცდილების გაცვლა სახელმწიფო აუდიტის მეთოდოლოგიის გაუმჯობესების სფეროში;
თანამშრომლობა პროფესიული ტრენინგისა და პერსონალის პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესების სფეროებში;
ორი უმაღლესი აუდიტორული ორგანოს საქმიანობის შესახებ დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გაცვლა;
საქართველოსა და რუმინეთის კანონმდებლობის მიერ გათვალისწინებული და განსაზღვრული კვლევითი პროექტებისა და აუდიტების ორგანიზება.
თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რუმინეთის საანგარიშო სასამართლოს პრეზიდენტი ნიკოლაი ვაკაროიუ ქუთაისის მერს, გიორგი თევდორაძესა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორს, ლაშა მაქაცარიას შეხვდა, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებდამდე ერთი დღით ადრე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ზურაბ მელიქიშვილსა და იუსტიციის მინისტრს და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს, ზურაბ ადეიშვილს.

No comments:

Post a Comment