Tuesday, October 12, 2010

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სკპ-ის 2009 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს


დღეს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა კონტროლის პალატის საქმიანობის 2009 წლის ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგინა.აღნიშნული ანგარიში მოიცავს შემდეგ საკითხებს: კონტროლის პალატის ახალი მანდატი და აუდიტის მეთოდოლოგია; აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები; სტრუქტურული რეორგანიზაცია; ახალი ინიციატივები და მიღწევები; საჭირო ცვლილებები კანონმდებლობაში და სხვ.ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის მთავარი და უცვლელი პრინციპებია: ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, საჯაროობა და პროფესიონალიზმი. პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს პარლამენტს კონტროლის პალატის ახალი ინიციატივებიც გააცნო. მათ შორის:1. კონტროლის პალატის აუდიტის აქტები მთავრობის მიერ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვამდე, სავალდებულო წესით, განიხილონ პარლამენტის დარგობრივმა კომიტეტებმა.2. კონტროლის პალატა შეიმუშავებს მაღალი რისკის მქონე პროგრამებისა და ღონისძიებების ნუსხას, რომელშიც შევა ის დაწესებულება თუ პროგრამა, რომელიც თანხების სიჭარბით, კანონდარღვევებით ან არასწორი მართვის გამო მომეტებული რისკის მატარებელია და მოექცევა პალატისა და საზოგადოების განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ. მდგომარეობის გამოსწორების შემთხვევაში, შესაბამისი პროგრამა ან დაწესებულება ამოღებული იქნება ნუსხიდან.

No comments:

Post a Comment