Thursday, September 23, 2010

აუდიტი ფინანსთა სამინისტროში


საქართელოს კონტროლის პალატამ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ჩაატარა (2009 წლის და 2010 წლის I და II კვარტლის) „სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის მხარდაჭერი პროექტის“ აუდიტი.
საქართელოს ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადდა ტენდერი 2009 წლის 6 თებერვალს, საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, საბიუჯეტო დოკუმენტაციების პოპულარული ვერსიების შესამუშავებლად. რაც გამოიხატებოდა 8500 ერთეული, ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის შემცველი ბროშურების ადვილი ენით დაწერაში, დაბეჭვდასა და საზოგადოების ფართო მასებში გავრცელებაში.
* ტენდერში მონაწილეობაზე ინტერესი გამოხატა 11 კომპანიამ, ხოლო დოკუმენტაცია წარმოადგინა მხოლოდ ორმა: შპს „კონგარმა“ და შპს „PMCG“. შპს „PMCG”-ის ფინანური წინადადება 117450 ლარით ნაკლები იყო შპს „კონგარის“ წინადადებაზე, მიუხედავად ამისა, ფინანსთა სამინისტროს მიერ ტექნიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, უპირატესობა მიანიჭა შპს „კონგარს“. აღნიშნულიდან, გამოდინარე, სამინისტრომ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან მიმართებაში, იმოქმედა არაეკონომიურად.
* შპს „კონგარი“-ს მიერ ტენდერში მონაწილეობისას წარმოდგენილი იქნა წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა ხელშეკრულებას გათვლილს 21 თვეზე, რაც ჯამში შეადგენდა 375850 ლარს დღგ-ს გარეშე. ხელშეკრულება ფინანსთა სამინისტროსა და შპს „კონგარს“ შორის დაიდო 17 თვის ვადით ხოლო ხელშეკრულების თანხა დარჩა უცვლელი. მიმღებ მხარეს (ფინანსთა სამინისტროს) არ მოუთხოვია ხელშეკრულების თანხის შემცირება, რის გამოც ბიუჯეტის პირდაპირმა ზარალმა შეადგინა 61446 ლარი.
* კონტრაქტის ღირებულებიდან, 322600 ლარი წარმოადგენდა ინტელექტუალურ შრომაში გადახდილ თანხას და 53250 ლარი ბროშურების დაბეჭვდაში გადახდილ თანხას. აუდიტის ჯგუფმა შეადარა დაბეჭვდილი ბროშურების შინაარსი - ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებს და შესაბამის დოკუმენტებს. შედეგად გამოვლინდა, რომ ბროშურების შინაარსი მთლიანად კოპირებულია აღნიშნული ანგარიშებიდან და არანაირი ახალი პროდუქტი არ არის შექმნილი. შესრულებული სამუშაო შეიძლებოდა შესრულებულიყო ფინანსთა სამინისტროს რესურსებით და მოითხოვდა მხოლოდ პოლიგრაფიულ და სათარჯიმნო სამუშაოებს. დაბეჭვდილი ბროშურებიდან 82% გავრცელდა ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტებში, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში და ქალაქ თბილისის მერიაში. აღნიშნულ უწყებებს შიდა მოხმარებისთვის არ ესაჭიროებოდა აღნიშნული რაოდენობის, ადვილი ენით, საზოგადოების ყველა ფენისთვის გასაგებ ენაზე დაბეჭვდილი ბროშურები. აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო სათანადო განმარტებები თუ რა საჭირო იყო ბიუჯეტის თანხების დახარჯვა ამ რაოდენობის ბროშურების ბეჭვდაში და მათ გავრცელებაში ისევ იმ უწყებებში, რომლებსაც ისედაც გააჩნდათ ეს ინფორმაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე 322600 ლარი გახარჯულია არაეკონომიურად და არამიზნობრივად.

Monday, September 20, 2010

საქართველოს კონტროლის პალატში ლატვიის სახელმწიფო აუდიტორული ოფისის წარმომადგენლები პრაქტიკულ ტრენინგებს ჩაატარებენ


საქართველოს კონტროლის პალატას ლატვიის სახელმწიფო აუდიტორული ოფისის (SAO) სამი წარმომადგენელი ეწვია, რომლებიც საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლებისთვის პრაქტიკულ ტრენინგებს ჩაატარებენ. ტრენინგები აუდიტის დაგეგმვის ფაზას შეეხება, რაც 20-დან 23 სექტემბრამდე გაგრძელდება.შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული ტრენინგები 30 აგვისტოს საქართველოს კონტროლის პალატასა და ლატვიის სახელმწიფო აუდიტორულ ოფისს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.აღნიშნული ხელშეკრულება ლატვიელ კოლეგებთან ერთად სამი სამინისტროს ერთობლივი ფინანსური აუდიტის ჩატარებას ითვალისწინებს:
შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უსაფრთხოების სამინისტრო;
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო.
ხელშეკრულება 2010 წლის 30 აგვისტოდან 2011 წლის 31 მაისამდე პერიოდს მოიცავს.

Friday, September 17, 2010

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ სულხან ჯორთმენაძის კანდიდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლემა საბჭომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის თავმჯდომარის კანდიდატურაზე სულხან ჯორთმენაზე დაამტკიცა.
დღეს, 12:30 საათზე, კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა სულხან ჯორთმენაძე აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოს წარუდგინა.
სულხან ჯორთმენაძე 2008 წლიდან აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აქტიურად მიმდინარე საინვესტიციო საქმიანობის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბანდებული ინვესტიციების სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად მართვისა და ხარჯვის ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება.
ამ მიმართულებით სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს კონტროლის პალატის, როგორც საფინანსო–ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანოს მიერ თავისი უფლებამოსილებების სანიმუშოდ შესრულებას, რასაც მიზნად ისახავს ამ უწყებაში მიმდინარე რეფორმა.
აღნიშნული ინსტიტუციური რეფორმის ნაწილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატაში განსახორციელებელი სხვადასხვა, მათ შორის, საკადრო ცვლილებებიც.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის თავმჯდომარის კანდიდატურას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო განიხილავს


საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის თავმჯდომარის კანდიდატურას შესათანხმებლად წარუდგენს.აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის თავმჯდომარის კანდიდატურა სულხან ჯორთმენაძეა. იგი 2008 წლიდან აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს.12:30 საათზე კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი და სულხან ჯორთმენაძე აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მიხეილ მახარაძეს შეხვდებიან, ხოლო 13:00 საათზე ლევან ბეჟაშვილი აჭარის ა/რ კონტროლის პალატის თავმჯდომარის კანდიდატურას აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოს წარუდგენს.აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აქტიურად მიმდინარე საინვესტიციო საქმიანობის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბანდებული ინვესტიციების სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად მართვისა და ხარჯვის ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება.ამ მიმართულებით სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს კონტროლის პალატის, როგორც საფინანსო–ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანოს მიერ თავისი უფლებამოსილებების სანიმუშოდ შესრულებას, რასაც მიზნად ისახავს ამ უწყებაში მიმდინარე რეფორმა.აღნიშნული ინსტიტუციური რეფორმის ნაწილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატაში განსახორციელებელი სხვადასხვა, მათ შორის, საკადრო ცვლილებებიც.

Wednesday, September 15, 2010

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის აუდიტის მნიშვნელოვანი შედეგები


ვაქცინაციის პროგრამის აუდიტით გამოვლინდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დარღვევები, რამაც გამოააშკარავა ჯანდაცვის სფეროში მომეტებული კორუფციული რისკები. აღსანიშნავია, რომ კორუფციული სქემა ამოქმედდა პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ერთადერთ ტენდერში:1. სახელმწიფო მოხელეებმა ვაქცინების შესაძენად გამოყოფილი ბიუჯეტი მოარგეს მიმწოდებელი კომპანიის ამონაგებს. შესყიდვა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, დაიგეგმა იმგვარად, რომ ბიუჯეტი მთლიანად მიიმართა კომპანია "ნ ფარმი +-ზე".2. სააგენტომ შეიძინა იაფფასიანი დაფასოების, საჭირო მარაგზე ნაკლები და მოკლე ვადით ვარგისი ვაქცინა, ისე, რომ არ დაზოგილა ბიუჯეტი. ამ ქმედებით სამინისტროს სისტემის თანამშრომლებმა გაზარდეს ერთეული ვაქცინის ფასი, რითაც გაზარდეს "ნ ფარმი+ –ის" ამონაგები და აზარალეს ბიუჯეტი. არამართლზომიერი ქმედებების შედეგად:1. 2009 წელს „ნ ფარმი +-ის“ მიერ იმპორტირებულ 6–ლარიან ვაქცინაში სააგენტომ გადაიხადა 17 ლარი. ჯამურად, 370.0 ათასი ლარის ვაქცინა შეძენილია 1070.0 ათას ლარად.კომპანიის სარგებელმა შეადგინა 700.0 ათასი ლარი.2. 2010 წელს „ნ ფარმი +-ის“ მიერ იმპორტირებულ 8.65– ლარიან ვაქცინაში სააგენტომ გადაიხადა 18 ლარი. ამდენად, 605.5 ათასი ლარის ვაქცინა შეძენილია 1260.0 ათას ლარად. სხვაობამ შეადგინა 654.5 ათასი ლარი. ტენდერში "ნ ფარმი +"-ის გამარჯვებას ხელი შეუწყვეს შესყიდვაში ექსპერტებად ჩართულმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა და მისმა მოადგილემ, რომლებმაც:1. 2009 წელს ტენდერიდან დისკვალიფიკაციის მიზნით, კონკურენტისაგან დაუსაბუთებლად მოითხოვეს დოკუმენტაცია, რომლის წარდგენა შეუძლებელი იყო;2. 2010 წელს ყალბი დასკვნით დაიწუნეს კონკურენტის წინადადება იმავე ხარისხის იაფფასიან პრეპარატზე, რათა ამ უკანასკნელს არ ჩაენაცვლებინა „ნ ფარმი +-ის“ პროდუქცია. სხვადასხვა წლებში, ვაქცინების მიწოდების პროცესში არაკოორდინირებული და შეუთანხმებელი ქმედების გამო ვაქცინების მოკლე პერიოდში გაუვარგისებით, სახელმწიფომ იზარალა 132.9 ათასი ლარი. სამინისტროს სისტემის თანამშრომლებმა სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზარალი, რამაც შეადგინა 1788.9 ათასი ლარი.

Tuesday, September 14, 2010

შვედი კოლეგები კონტროლის პალატაში


საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის წარმომადგენლები ეწვივნენ. შვედი სტუმრები ქართველ კოლეგებთან ერთად ფინანსური აუდიტის ტესტირების ფაზის შესახებ სამუშაო შეხვედრებს გამართავენ.
აღნიშნული შეხვედრა პროექტის, „საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფის შორის ინსტიტუციური განვითარების თანამშრომლობის,“ ფარგლებში ხორციელდება.v

Monday, September 13, 2010

საქართველოს კონტროლის პალატას საინფორმაციო ტექნოლოგიების ექსპერტი ეწვია.

საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისიდან საინფორმაციო ტექნოლოგიების ექსპერტი ეწვია. სტუმრობის მიზანი კონტროლის პალატაში საინფორმაციო ტექნოლოგიების მხრივ არსებული მდგომარეობის შესწავლა და ამ მიმართულებით სტრატეგიული გეგმის შემუშავებაა.

აღნიშნული შეხვედრა პროექტის, „საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისს შორის ინსტიტუციონალური განვითარების თანამშრომლობის,“ ფარგლებში ხორციელდება.

Friday, September 10, 2010

საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორთა ეთიკის კოდექსი


საქართველოს კონტროლის პალატის რეფორმა გადამწყვეტ ფაზაშია.დღეს საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორთა ეთიკის კოდექსის ხელის მოწერის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა.აღნიშნული დოკუმენტი შემუშავებულია უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) მიერ აღიარებული ეთიკური სტანდარტების საფუძველზე. მისი მიზანია ხელი შეუწყოს თვისობრივად ახალი აუდიტორული მომსახურების განვითარებას, რომელიც ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ სახელმწიფო ფინანსების სფეროში შესაბამის პასუხიმგებელ პირებსა და ორგანოებს შესთავაზოს მაღალკვალიფიციური ექსპერტული რჩევები საჯარო ფინანსების მართვის გასაუმჯობესებლად. ამას გარდა, ეთიკის კოდექსის მიზანია ძირეული გარდატეხა მოახდინოს თავად კონტროლის პალატის მოსამსახურეთა ცნობიერებაში მათ პროფესიულ როლთან დაკავშირებით. მიუკერძოებლობა, პატიოსნება, პროფესიონალიზმი – ეს ის ფასეულობებია, რასთანაც ასოცირდება კონტროლის პალატის აუდიტორის პროფესია და თითოეულ თანამშრომელს ეკისრება ვალდებულება სრულად შეესაბამებოდეს მისი სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე მოთხოვნებს.
იხილეთ: აუდიტორთა კოდექსი

Thursday, September 9, 2010

აუდიტორთა ეთიკის კოდექსის პრეზენტაცია

10 სექტემბერს 11:00 სთ-ზე საქართველოს კონტროლის პალატაში ხელი მოეწერება საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორთა ეთიკის კოდექსს. ხელმოწერის შემდგეგ კი, მისი პრეზენტაცია გაიმართება.

Wednesday, September 8, 2010

ი.ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის აუდიტის შედეგები


აუდიტმა გამოავლინა დარღვევები, რომელიც სახელმწიფო სახსრებისა და ქონების არამიზნობრივ გამოყენებასა და ხარჯვას უკავშირდება, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა სახელმწიფო ბიუჯეტს, კერძოდ:
1. ინსტიტუტი სამეცნიერო დანიშნულების 3000 ჰა მიწის ფართობიდან ამავე მიზნით იყენებდა მხოლოდ 15%-ს. დანარჩენი ფართობი გამოიყენებოდა სამეურნეო საქმიანობისათვის, ინსტიტუტის ხელმძღვანელთა პირადი ქონებრივი ინტერესების დასაკმაყოფილებლად, რისთვისაც მათ თვითნებურად გასწიეს 2664,8 ათასი ლარის არამიზნობრივი ხარჯი.
ინსტიტუტი ყოველწლიურად გამოუყენებლად აჩვენებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ რამდენიმე ასეულ ჰა მიწის ფართობს (საშუალოდ 250 ჰა), რომელიც გამოიყენებოდა პირადი ქონებრივი მიზნით.
2. ძირითადი კულტურების მიხედვით (ხორბალი, ქერი, შვრია და ა.შ.) მიღებულად ნაჩვენებია მოსავლის მხოლოდ 62 %. მიუღებელი სხვაობის (38%) საბაზრო ღირებულება შეადგენს 3 207, ათას ლარს, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტს მოგების გადასახადის სახით დამატებით დააკლდა სულ მცირე 630,0 ათასი ლარი;
3. მოყვანილი კულტურების გაყიდვით მიღებული ამონაგები 746,5 ათასი ლარით ნაკლებია მინიმალურ საბაზრო ფასებზე;
4. ინსტიტუტი ეწევა მევენახეობასა და მეცხოველეობას, რომელიც არ არის დაკავშირებული სამეცნიერო საქმიანობასთან, და იგეგმება ზარალით, რამაც 265,0 ათას ლარამდე შეადგინა;
5. ინსტიტუტს საგადასახადო ორგანოებში რიგ წლებში არ წარუდგენია ქონებისა და მოგების გადასახადის დეკლარაციები. დეკლარაციების წარუდგენლობითა და გადასახადის შემცირებით სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 211,5 ათასი ლარი.
6. ინსტიტუტის კახეთის სადგურმა 2006 წელს 358,4 ათასი ლარით გაზარდა გამოქვითვები და, შესაბამისად, შეამცირა დასაბეგრი მოგება;
7. წესების დარღვევით იმართებოდა დებიტორულ დავალიანებები, უსაფუძვლოდ ჩამოიწერა 109,7 ათასი ლარის დავალიანება, ხოლო 85,9 ათასი ლარის დავალიანება საერთოდ არ ასახულა.
8. კანონმდებლობის დარღვევითაა განხორციელებული 2574,3 ათასი ლარის სახელმწიფო შესყიდვები.
9. მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით გაფორმებული ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების საფუძველზე, 26,7 ათას ლარამდე თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის ნაცვლად, მიმართულია ინსტიტუტის ანგარიშზე;
10. კახეთის სადგურის ხელძღვანელის მოადგილეს იჯარით აქვს აღებული მის დაქვემდებარებაში არსებული 275 მიწის ფართობი საბაზროზე გაცილებით ნაკლებ ფასად, ჰა წლიურად 5 ლარის ოდენობით, რაც ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს.
ინსტიტუტის ხელმძღვანელთა ჯგუფი მეცნიერების სახელის მიღმა, სახელმწიფო ქონების ხარჯზე ეწევა კერძო სამეწარმეო საქმიანობას, რაც მნიშვნელოვან ზარალს აყენებს სახელმწიფო ბიუჯეტს, რამაც 9891,4 ათასი ლარი შეადგინა.
აუდიტის შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოს კონტროლის პალატა მიიჩნევს, რომ ინსტიტუტის სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების ფლობა, თუნდაც აგრარული უნივერსიტეტის სისტემაში, სრულიად უმართებულოა და არ ემსახურება სახელმწიფოებრივ, საზოგადოებრივ, საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო ინტერესებს, რის გამოც აუცილებელია მისი ლიკვიდაცია, სახელმწიფო საწარმოს დაფუძნება, ან ქონების განსახელმწიფოებრიობა.

ჯანდასვის სამინსიტროს აუდიტი

საქართველოს კონტროლის პალატა აცხადებს განმეორებით აუქციონს


საქართველოს კონტროლის პალატა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და საქართველოს კონტროლის პალატის სარგებლობაში მყოფი ავტო სატრანსპორტო საშუალებების და სხვა სამშენებლო ნარჩენების აუქციონის წესით პრივატიზების მიზნით აცხადებს განმეორებით აუქციონს.აუქციონის ფორმით საპრივატიზებოდ გასაყიდად განმეორებით გამოტანილი იქნება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი ავტო სატრანსპორტო საშუალებები და სხვა სამშენებლო ნარჩენები 10 ლოტად :
http://control.ge/news/id/126

Monday, September 6, 2010

საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის წარმომადგენელი ეწვია


საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის (SNAO) წარმომადგენელი ალექსანდრა პოპოვიჩი ეწვია, რომელიც კონტროლის პალატის თანამშრომლებისთვის ჩაატარებს სემინარს თემაზე: „სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური კონსოლიდირებული ანგარიშის აუდიტი.“აღნიშნული ღონისძიება საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის სახელმწიფო აუდიტორულ ოფისს შორის 2010 წლის 23 მარტს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ტარდება.

გერმანული ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების წარმოამდგენელი კონტროლსი პალატაში


საქართველოს კონტროლის პალატას გერმანული ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) წარმომადგენლები მათიას მერინგი და ანია გენში ეწვივნენ. სტუმრები კონტროლის პალატის თანამშრომლებისთვის სამუშაო შეხვედრას ჩაატარებენ თმაზე: „კონტროლის პალატის შესახებ კანონის სამართლებრივი ანალიზი.“GTZ, უკვე რამოდენიმე წელია, რაც საქართველოს მხარდაჭერას უწევს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში, იურიდიული სისტემების გაუმჯობესებისა და ადგილობრივი თვით-მმართველობების განვითარების საქმეში. ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს კონტროლის პალატის მხარდაჭერის პროექტი (2009 იანვარი - 2010 დეკემბერი), რომლის ძირითადი მიზანია დახმარება აღმოუჩინოს კონტროლის პალატას, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აუდიტის მეთოდოლოგიის განვითარებაში.