Tuesday, August 31, 2010

კონტროლის პალატის დელეგაცია შვედეთში


2010 წლის 1-დან 3 სექტემბრამდე საქართველოს კონტროლის პალატის დელეგაცია, თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის ხელმძღვანელობით, უმაღლესი აუდიტორული ორგანოს მენეჯმენტის თანამედროვე გამოცდილების გაზიარების მიზნით, სტუმრად ეწვევა შვედეთის სახელმწიფო აუდიტორულ ოფისს (SNAO-ს).აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შვედეთის სახელმწიფო აუდიტორულ ოფისში გაიმართება პრეზენტაციები თემაზე: „უმაღლესი აუდიტორული ორგანოს მენეჯმენტი“ და მას SNAO-ს გენერალური აუდიტორი ჟან ლანდალი და სხვა თანამდებობის პირები წარუძღვებიან.აღნიშნული ღონისძიება საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის სახელმწიფო აუდიტორულ ოფისს შორის 2010 წლის 23 მარტს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ტარდება.აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს კონტროლის პალატის დახმარებას - განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული მანდატის შესაბამისი საქმიანობა და შეასრულოს ეფექტიანი როლი საქართველოს საჯარო მმართველობის სფეროში.

Monday, August 30, 2010

ლატვიის გენერალური აუდიტორი კონტროლის პალატაში


საქართველოს კონტროლის პალატას ვიზიტით ლატვიის სახელმწიფო აუდიტორული ოფისის გენერალური აუდიტორი ინგუნა სუდრაბა ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც ლატვიელ კოლეგებთან ერთად სამი სამინისტროს ერთობლივი ფინანსური აუდიტის ჩატარებას ითვალისწინებს.ხელშეკრულების თანახმად, SAO (ლატვიის სახელმწიფო აუდიტორული ოფისი) კონტროლის პალატაში სამ ტრენერს მოავლენს, რომლებიც პალატის თანამშრომლებისთვის ფინანსურ აუდიტში პრაქტიკულ ტრენინგებს ჩაატარებენ.ფინანსური აუდიტი ლატვიელ კოლეგებთან ერთად შემდეგ სამინისტროებს ჩაუტარდება:
შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უსაფრთხოების სამინისტრო
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო
ხელშეკრულება 2010 წლის 30 აგვისტოდან 2011 წლის 31 მაისამდე პერიოდს მოიცავს.


საბიუჯეტო შემოსავლების დაგეგმვის და ანალიზის სრულყოფის ძირითადი მიმართულებები

24 აგვისტო, 2010წ.
გიორგი ესაკია. პუბლიკაცია.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილია საბიუჯეტო შემოსავლების დაგეგმვის და ანალიზის პროცესში არსებული პრობლემები. მოყვანილია, მაგალითები სტატისტიკური ინფორმაციის სახით, რომლებიც ასაბუთებს აღნიშნული პრობლემების არსებობას და მათი გამოსწორების აუცილებლობას. წარმოდგენილია დაგეგმვისა და მობილიზების შეფასების სისტემის გაუმჯობესების რეკომენდაციები. დასკვნის სახით წარმოდგენილია შემოსავლების დაგეგმვისა და მობილიზების შესახებ ანგარიშებში შესატანი შეფასების ინდიკატორების კომპლექსი.

იხილეთ სრულ ივერსია http://control.ge/publications/

საბაჟო და საგადასახადო სისტემაში განხორციელებული რეფორმების ანალიზი

17 აგვისტო 2010წ.

გიორგი ესაკია. პუბლიკაცია.

წარმოდგენილია 2004-2009 წლებში ქვეყნის საგადასახადო და საბაჟო სისტემებში განხორციელებული რეფორმების ანალიზი, დასაბუთებულია მისი გატარების აუცილებლობა და განხილულია რეფორმების ძირითადი შედეგები,Mმოყვანილია სტატისტიკური ინფორმაცია რეფორმების განხორციელებამდე და მისი დასრულების შემდეგ, რომელიც ასახავს რეფორმების შედეგად მიღებულ ეკონომიკურ სარგებელს. შემაჯამებელი დასკვნების სახით მოყვანილია რეფორმების შემდგომი განხორციელების ძირითადი მიმართულებები.
იხილეთ სრული ვერსია http://control.ge/publications/

Sunday, August 29, 2010

SAO-ს თავმჯდომარე კონტროლის პალატაში

საქართველოს კონტროლის პალატას ვიზიტით ლატვიის სახელმწიფო აუდიტორული ოფისის გენერალური აუდიტორი ინგუნა სუდრაბა ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას, რომელიც ლატვიელ კოლეგებთან ერთად სამი სამინისტროს ერთობლივი ფინანსური აუდიტის ჩატარებას ითვალისწინებს.ხელშეკრულება 29 აგვისტოს ქუთაისში, კონტროლის პალატის სათაო ოფისში, გაფორმდება.

Wednesday, August 25, 2010

პრეზენტაციების და პუბლიკაციების გეგმა

პრეზენტაციები
1. თემა: საბიუჯეტო ანგარიშგების და დაგეგმვის გაუმჯობესება, მიხეილ კუკავა

თარიღი: 12 აგვისტო, 2010წ.

2. თემა: საბაჟო და საგადასახადო სისტემაში განხორციელებული რეფორმების ანალიზი, გიორგი ესაკია

თარიღი: 17 აგვისტო 2010 წ,

3. თემა: საბიუჯეტო კლასიფიკაციის გაუმჯობესება, მიხეილ კუკავა

თარიღი: 20 აგვისტო, 2010წ.

4. თემა: საბიუჯეტო შემოსავლების დაგეგმვის სრულყოფის ძირითადი მიმართულებები, გიორგი ესაკია

თარიღი: 24 აგვისტო, 2010წ.

5. თემა: საბიუჯეტო ხარჯვის კანონთან შესაბამისობა, მიხეილ კუკავა

თარიღი: 25 აგვისტო, 2010წ

6. თემა: რა აბრკოლებს უმაღლესი და შიდა აუდიტის რეფორმას საქართველოში (შედარებითი პერსპექტივა), მიხეილ კუკავა

თარიღი: 10 სექტემბერი, 2010წ.

7. თემა: საქართველოს ექსპორტის არსებული ტენდენციები და მისი ზრდის უზრუნველყოფის ძირითადი რეკომენდაციები, გიორგი ესაკია

თარიღი : 13 სექტემბერი, 2010წ.

8. თემა: საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ანალიზი, გიორგი ესაკია

თარიღი: 26 სექტემბერი, 2010წ.

პუბლიკაციები
1. თემა: საჯარო ფინანსების რეფორმის საქართველოს ვალდებულებები და მათი შესრულების მდგომარეობა, მიხეილ კუკავა

წარდგენის თარიღი: 20 აგვისტო, 2010წ.

2. თემა: დამატებული ღირებულების გადასახადიდან მიღებული შემოსავლების ანალიზი, გიორგი ესაკია

წარდგენის თარიღი: 31 აგვისტო, 2010წ

3. თემა: ხარჯვის რაციონალიზება და საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესება, მიხეილ კუკავა

წარდგენის თარიღი: 10 სექტემბერი, 2010წ.

4. თემა: საქართველოში არსებულ გადამხდელთა მიერ საგადასახადო ვალდებულებათა ნებაყოფლობით შესრულების ანალიზი და მისი გაუმჯობესების რეკომენდაციები, გიორგი ესაკია

წარდგენის თარიღი: 20 სექტემბერი, 2010წ.

პრეზენტაციები კონტროლის პალატაში

2010 წლის 12 აგვისტოდან, სამი თვის განმავლობაში, საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლები გაეცნობიან დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ თემატურ პრეზენტაციებსა და პუბლიკაციებს.

წარმოდგენილ მასალაში ასახულია საქართველოში მიმდინარე სოციალური და ეკონომიკური ხასიათის პროცესები - არსებული მდგომარეობა და განსახორციელებელი რეფორმების საჭიროება. ეს უკანასკნელი მოიცავს შემდეგ თემებს: საბიუჯეტო კლასიფიკაციის გაუმჯობესება, საბიუჯეტო ხარჯვის კანონმდებლობასთან შესაბამისობა, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ანალიზი და სხვ.