Friday, June 29, 2012

მეთოდოლოგიის გზამკვლევის განხილვა


დღეს, 29 ივნისს,  საქართველოს კონტროლის პალატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება, რომელზეც განხილულ იქნება  პოლიტიკური დაფინანსების  მეთოდოლოგიის გზამკვლევი დოკუმენტი.
დოკუმენტის მიზანია, დეტალურად განისაზღვროს საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის მეთოდოლოგია პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სფეროში, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, რათა კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდეს პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგის პროცესი.
აღნიშნული დოკუმენტის შემუშავების მიზნით, სამუშაო შეხვედრები კონტროლის პალატასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის რეგულარულად მიმდინარეობდა.

Thursday, June 21, 2012

მეთოდოლოგიის გზამკვლევის განხილვა


დღეს, 21 ივნისს,  საქართველოს კონტროლის პალატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც განხილულ იქნა  პოლიტიკური დაფინანსების  მეთოდოლოგიის გზამკვლევი დოკუმენტი.
დოკუმენტის მიზანია, დეტალურად განისაზღვროს საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის მეთოდოლოგია პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სფეროში, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, რათა კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდეს პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგის პროცესი.
აღნიშნული  დოკუმენტის შემუშავების მიზნით, მსგავსი სამუშაო შეხვედრები კონტროლის პალატასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის რეგულარულად ტარდება.

Tuesday, June 5, 2012

სტრატეგიული გეგმის შემუშვება

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3)” პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კონტროლის პალატაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სამთავრობო საანგარიშგებო სამსახურის სტრატეგიული დაგეგმარების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ბერნის სტეინჰარდტი.

სამუშაო შეხვედრები, რომელსაც კონტროლის პალატის მენეჯერები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებიან მიზნად ისახავს კონტროლის პალატის 2013-2016 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავების დასრულებას, სტრატეგიის საფუძველზე 1013 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებას, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებულ კონსულტაციებსა და მეთოდოლოგიური ბაზის შექმნას. ვიზიტი 26 ივნისამდე გაგრძელდება.

პროექტის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3)“ ფარგლებში, ქალბატონი ბერნის სტეინჰარდტი კონტროლის პალატას გასული წლის 10 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე სტუმრობდა. აღნიშნული ვიზიტის დროს შემუშავებულ იქნა საქართველოს კონტროლის პალატის 2013-2016 წლების სტრატეგიული გეგმის პროექტი.

Monday, June 4, 2012

შვედი ექსპერტები ბათუმში

დღეს, 4 ივნისს კონტროლის პალატის ბათუმის ოფისს შვედეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს (SNAO) დელეგაცია ეწვია. შვედი კოლეგები აუდიტის სამსახურში ეფექტიანობის აუდიტის შესახებ სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს გამართავენ, რომლებსაც თბილისის ოფისის თანამშრომლებიც დაესწრებიან.
დელეგაციის სტუმრობას საფუძვლად უდევს 2010 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და SNAO-ს შორის გაფორმებული ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი.
აღნიშნული სემინარები 7 ივნისამდე გაგრძელდება.

Tuesday, May 22, 2012

კონტროლის პალატის მოხსენება

საქართველოს კონტროლის პალატის მოხსენება

დღეს, 22 მაისს, საქართველოს კონტროლის პალატამ პარლამენტში წარადგინა  მოხსენება საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით.

მოხსენებაში განხილულ იქნა 2011 წლის განმავლობაში საბიუჯეტო სისტემაში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები, აუდიტებისა და ანალიტიკური საქმიანობის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები და მათ გამოსასწორებლად გასათვალისწინებელი რეკომენდაციები. 

დადებითი ტენდენციები:

              ეკონომიკის ზრდა

              ბიუჯეტის პარამეტრების პოზიტიური ცვლილება

              ელექტრონული ტენდერების შედეგად წარმოიშვა დიდი ოდენობის ეკონომია

გამოვლენილი ხარვეზები:

              ფისკალური წლის ბოლოს არათანაბარზომიერი ხარჯვა

              არაპირდაპირი გადასახადების ხვედრითი წილი დიდია

             საჯარო სამართლის იურიდიული პირების საკუთარი შემოსავლების მართვაში არსებული ხარვეზები

              სახელმწიფო ქონების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები

რეკომენდაციები:

              გადასახდელების დაგეგმვა

              საგადასახადო შემოსავლების კლასიფიცირება

              შესყიდვებიდან წარმოქმნილი ეკონომიების გამოყენება

              სსიპ-ებისსაკუთარიშემოსავლების აღრიცხვა-ანგარიშგება

              სახელმწიფო ქონების მართვის საკითხები

             საწარმოების პრივატიზაცია

მეთოდოლოგიის გზამკვლევის განხილვა

დღეს, 22 მაისს, სასტუმრო „თბილისი  მარიოტში“,  საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, საქართველოს კონტროლის პალატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა  სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომელზეც განხილულ იქპოლიტიკური დაფინანსების  მეთოდოლოგიის გზამკვლევი“.

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია დეტალურად გაიწეროს საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის მეთოდოლოგია პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სფეროში, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონის მიხედვით, რათა კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდეს პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგის პროცესი.

მეთოდოლოგიის დოკუმენტის განხილვაში მონაწილეობა მიიღო გაერთიანებული სამეფოს საარჩევნო კომისიის პარტიებისა და არჩევნების დაფინანსების სამსახურის დირექტორი, ლიზა კლეინი. აღსანიშნავია, რომ  ბრიტანელმა ექსპერტმა გუშინ, 21 მაისს, საქართველოს კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებისთვის  ჩაატარა ტრენინგი თემაზე; პარტიების ფინანსური მონიტორინგის განხორციელების პროცესში დარღვევების გამოვლენა და მათი პრევენცია, გამოკითხვების პროცედურის წარმოების მეთოდოლოგია და სხვ.