Sunday, June 27, 2010

საქართველოს კონტროლის პალატის 2009 წლის საქმიანობის ანგარიში


საქართველოს კონტროლის პალატის 2009 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება, მოიცავს შემდეგ საკითხებს:კონტროლის პალატის ახალი მანდატი და აუდიტის მეთოდოლოგია, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები, სტრუქტურული რეორგანიზაცია, ახალი ინიციატივები და მიღწევები, საჭირო ცვლილებები კანონმდებლობაში და სხვ.ზემოხსენებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის მთავარი და უცვლელი პრინციპებია: ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, საჯაროობა და პროფესიონალიზმი.იხ. საქართველოს კონტროლის პალატის 2009 წლის საქმიანობის ანგარიში http://control.ge/reports/annual-reports/

ქუთაისში საქართველოს კონტროლის პალატის ახალი სათაო ოფისი გაიხსნა


24 მაისს ქუთაისში საქართველოს კონტროლის პალატის ახალი სათაო ოფისი საზეიმოდ გაიხსნა.შენობის გახსნის ცერემონიალს მრავალ სტუმართან ერთად საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.სადღესასწაულო ტორტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გაჭრა, კონტროლის პალატის თანამშრომლებმა ქუთაისის ბავშვთა სახლს გადასცეს.
დღესდღეობით აპარატში სამოცამდე თანამშრომელია, უახლოეს მომავალში გამოცხადდება კონკურსი ორმოც ახალ ვაკანტურ თანამდებობაზე.შენობის მშენებლობა, კეთილმოწყობა და აღჭურვა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. აღნიშნული თანხა კონტროლის პალატის საბიუჯეტო ასიგნებებში წარმოშობილი ეკონომიიდან დაიფარა.
კონტროლის პალატის სათაო ოფისის მისამართია: ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის ქ. N 22

Sunday, June 20, 2010

კონტროლის პალატაში აუდიტორ - სტაჟიორთა სასწავლო პროგრამა დაიწყო

ქუთაისში, საქართველოს კონტროლის პალატის სათაო ოფისში, აუდიტორ- სტაჟიორთა სასწავლო პროგრამა დაიწყო.
პროგრამაში მონაწილეობას 25 სტაჟიორი მიიღებს. ამჯერად სტაჟიორების შერჩევა კონტროლის პალატის მიერ 2009 წელს გამართულ აუდიტორ-სტაჟიორთა კურსების მსურველთა სარეზერვო ბაზიდან მოხდა.
სტაჟირება პროგრამის მონაწილეებს აუდიტორული უნარ-ჩვევების ათვისებაში დაეხმარება. კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ, მათ შორის საუკეთესოები კი კონტროლის პალატაში დასაქმდებიან.
სტაჟირების პროგრამა კონტროლის პალატაში შემდგომშიც გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგვიგზავნონ პირადი მონაცემები შემდეგ მისამართზე: kutaisi.ccg@gmail.com

Saturday, June 19, 2010

GTZ-ის სემინარი


12 – 13 მაისს გერმანული ორგანიზაცია GTZ (გერმანული ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება) საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლებისთვის სემინარებს მართავს.
სემინარებს თემაზე: „ეფექტიანობის კვლევა,“ ბრემენის საანგარიშო პალატის წარმომადგენელი იენს გიუზე უძღვება და მას კონტროლის პალატის დეპარტამენტების უფროსები და აუდიტორები ესწრებიან.
სემინარები GTZ-ის საქართველოს კონტროლის პალატის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
მისამართი: ე. ახვლედიანის ქ. N4