Wednesday, October 27, 2010

თანამშრომლობის ხელშეკრულება რუმინეთის საანგარიშო სასამართლოსა და საქართველოს კონტროლის პალატას შორის


საქართველოს კონტროლის პალატასა და რუმინეთის საანგარიშო სასამართლოს (რუმინეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანო) შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა ქუთაისში, კონტროლის პალატის სათავო ოფისში გაიმართა.თანამშრომლობის ხელშეკრულება ხელს შეუწყობს საქართველოს კონტროლის პალატასა და რუმინეთის საანგარიშო სასამართლოს, განავითარონ ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ფინანსური რესურსების აუდიტის სფეროში შეხედულებების, ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების გაცვლას.საქართველოსა და რუმინეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოების თანამშრომლობის ხელშეკრულება შემდეგ ძირითად პრინციპებს ითვალისწინებს:
გამოცდილების გაცვლა სახელმწიფო აუდიტის მეთოდოლოგიის გაუმჯობესების სფეროში;
თანამშრომლობა პროფესიული ტრენინგისა და პერსონალის პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესების სფეროებში;
ორი უმაღლესი აუდიტორული ორგანოს საქმიანობის შესახებ დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გაცვლა;
საქართველოსა და რუმინეთის კანონმდებლობის მიერ გათვალისწინებული და განსაზღვრული კვლევითი პროექტებისა და აუდიტების ორგანიზება.
თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რუმინეთის საანგარიშო სასამართლოს პრეზიდენტი ნიკოლაი ვაკაროიუ ქუთაისის მერს, გიორგი თევდორაძესა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორს, ლაშა მაქაცარიას შეხვდა, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებდამდე ერთი დღით ადრე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ზურაბ მელიქიშვილსა და იუსტიციის მინისტრს და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს, ზურაბ ადეიშვილს.

Tuesday, October 26, 2010

რუმინეთის საანგარიშო სასამართლოს პრეზიდენტი ნიკოლაი ვაკაროიუ საქართველოს კონტროლის პალატას ეწვია


რუმინეთის საანგარიშო სასამართლოს (რუმინეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანო) პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია კონტროლის პალატასა და რუმინეთის საანგარიშო სასამართლოს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება. ნიკოლაი ვაკაროიუ კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, ლევან ბეჟაშვილსა და კონტროლის პალატის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. დღის ბოლოს ნიკოლაი ვიკაროიუ შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ზურაბ მელიქიშვილს და იუსტიციის მინისტრს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს, ზურაბ ადეიშვილს. აღნიშნულმა ხელშეკრულებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს კონტროლის პალატასა და რუმინეთის საანგარიშო სასამართლოს, განავითარონ ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ფინანსური რესურსების აუდიტის სფეროში შეხედულებების, ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების გაცვლას.ხელშეკრულებაზე ხელმოწერა გაიმართება 27 ოქტომბერს, ქუთაისში, კონტროლის პალატის სათავო ოფისში.

Tuesday, October 19, 2010

ახალი ტექნოლოგიები საქართველოს კონტროლის პალატაში


საქართველოს კონტროლის პალატა გზის საფარის ხარისხის შესამოწმებლად ახალ ტექნოლოგიებს გამოიყენებს. ეს არის მთელს მსოფლიოში აპრობირებული სპეციალური იმპულსური რადარი.დღეს, გომბორი-თელავის დამაკავშირებელი მაგისტრალის მცირე მონაკვეთზე, აღნიშნული რადარის ტესტირება ჩატარდა, რომელსაც საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, აუდიტორები და გერმანიიდან მოწვეული ექსპერტი ესწრებოდნენ. ტესტირებისას შემოწმდა გზატკეცილზე ჩატარებული სამუშაოები -ასფალტის საფარის სისქე და ხარისხი.იმპულსური, იგივე გამჭოლი რადარის საშუალებით შესაძლებელია მაგისტრალების, ქუჩების, ხიდების, აეროპორტის ასაფრენი ბილიკების, ასფალტისა და ბეტონის სისქის, ხარისხისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გაანალიზება. ასევე, შესაძლებელია მიწისქვეშა კომუნიკაციების მდებარეობისა და მისი მდგომარეობის დადგენა.აღნიშნული რადარის გამოყენება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც დროის, ისე სხვა რესურსების დაზოგვას.

ლატვიის სახელმწიფო აუდიტორული ოფისის წარმომადგენელი საქართველოს კონტროლის პალატაში


ლატვიის სახელმწიფო აუდიტორული ოფისის (SAO-ს) წარმომადგენელი ინგა ვარავა საქართველოს კონტროლის პალატას ეწვია.ინგა ვარავას კონტროლის პალატაში ჩამოსვლის მიზანია სამუშაო შეხვედრის ჩატარება თემაზე: „წლიური ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის კონსოლიდირებული ანგარიშის აუდიტი.“აღნიშნული შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაცია SIGMA-ს (Support for improvement in Governance and Management) ეგიდით ტარდება და იგი 19 - 20 ოქტომბერს გაიმართება.

Wednesday, October 13, 2010

საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორთა ტრენინგის სტრატეგია


დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ SIGMA-მ (Support for improvement in Governance and Management) საქართველოს კონტროლის პალატასთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა თემაზე - კონტროლის პალატის აუდიტორთა ტრენინგის სტრატეგია. საქართველოს კონტროლის პალატის სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პროფესიონალი კადრების მომზადებისა და ტრენინგის ეფექტიანი სისტემის შექმნაა.აღნიშნული სამუშაო შეხვედრა ხვალ, 14 ოქტომბერს განმეორებით გაიმართება.

Tuesday, October 12, 2010

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სკპ-ის 2009 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს


დღეს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა კონტროლის პალატის საქმიანობის 2009 წლის ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგინა.აღნიშნული ანგარიში მოიცავს შემდეგ საკითხებს: კონტროლის პალატის ახალი მანდატი და აუდიტის მეთოდოლოგია; აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები; სტრუქტურული რეორგანიზაცია; ახალი ინიციატივები და მიღწევები; საჭირო ცვლილებები კანონმდებლობაში და სხვ.ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის მთავარი და უცვლელი პრინციპებია: ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, საჯაროობა და პროფესიონალიზმი. პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს პარლამენტს კონტროლის პალატის ახალი ინიციატივებიც გააცნო. მათ შორის:1. კონტროლის პალატის აუდიტის აქტები მთავრობის მიერ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვამდე, სავალდებულო წესით, განიხილონ პარლამენტის დარგობრივმა კომიტეტებმა.2. კონტროლის პალატა შეიმუშავებს მაღალი რისკის მქონე პროგრამებისა და ღონისძიებების ნუსხას, რომელშიც შევა ის დაწესებულება თუ პროგრამა, რომელიც თანხების სიჭარბით, კანონდარღვევებით ან არასწორი მართვის გამო მომეტებული რისკის მატარებელია და მოექცევა პალატისა და საზოგადოების განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ. მდგომარეობის გამოსწორების შემთხვევაში, შესაბამისი პროგრამა ან დაწესებულება ამოღებული იქნება ნუსხიდან.

ინგლისური ენის კურსები კონტროლის პალატის თანამშრომლებისთვის


დღეიდან საქართველოს კონტროლის პალატაში თანამშრომლებისთვის ინგლისური ენის (ბიზნეს-ინგლისური) შემსწავლელი კურსები იწყება. მსმენელები გაივლიან TOEFL-ის კურსს. მეცადინეობებს ჩაატარებენ ბრიტანული საერთაშორისო სასწავლო ცენტრის პედაგოგები.ინგლისური ენის პროგრამა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება და გულისმხობს: მემორანდუმებისა და მოხსენებების წერას; ელექტრონული მიმოწერისა და ბიზნეს-შეხვედრების წარმოებისას აუცილებელი ლექსიკის განვითარებას; ბიზნესთან დაკავშირებული ლექსიკური და გრამატიკული თავისებურებების ათვისებას.აღნიშნული კურსის გავლა კონტროლის პალატის თანამშრომლებს დაეხმარება უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობასა და აუდიტის თანამედროვე სტანდარტების უკეთ ათვისებაში.

Monday, October 11, 2010

საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის 2009 წლის ანგარიში პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე


დღეს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა კონტროლის პალატის საქმიანობის 2009 წლის ანგარიში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგინა. აღნიშნულ ანგარიშს ხვალ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოისმენენ.

Friday, October 8, 2010

„საქართველოს კონტროლის პალატის მხარდაჭერის “ - ბიუროს პრეზენტაცია


დღეს საქართველოს კონტროლის პალატის თბილისის ოფისში გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის (GTZ) პროექტის - „საქართველოს კონტროლის პალატის მხარდაჭერის “ - ბიუროს პრეზენტაცია გაიმართა.GTZ რამდენიმე წელია თანამშრომლობს საქართველოს კონტროლის პალატასთან. მიმდინარე ურთიერთანამშრომლობა მოიცავს შემდეგ სფეროებს:
კონტროლის პალატის კომპეტენტურობის უზრუნველყოფა ეფექტიანობის აუდიტის დანერგვისა და განხორციელების მიზნით;
ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების აუდიტი;
„ საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ მოქმედი კანონის INTOSAI–ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორების 6-თვიანი სტაჟირება ნორდრაინ-ვესტფალიის საანგარიშო პალატაში (გერმანია).

Thursday, October 7, 2010

საქართველოს კონტროლის პალატასა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა


დღეს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

საქართველოს კონტროლის პალატა გამოვიდა ახალი ინიციატივით და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტებისთვის 2010/2011 სასწავლო წელს შემოღებულ იქნა სალექციო კურსი -,,საჯარო სექტორის აუდიტი”.

მიზანი: რეფორმების შედეგად საქართველოს კონტროლის პალატაში უკვე დაგროვდა სტუდენტებისათვის გადასაცემად საკმარისი ცოდნა და გამოცდილება საჯარო სექტორის მართვისა და აუდიტის თანამედროვე მეთოდოლოგიის სფეროში.

საქართველოს კონტროლის პალატა, მისი თითოეული თანამშრომელი თავს ვალდებულად თვლის საკუთარი წვლილი შეიტანოს, ზოგადად, განათლების სისტემის სრულყოფასა და კერძოდ, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლები სალექციო კურსს გაუძღვებიან ყოველგვარი ანაზღაურებისა თუ სხვა დამატებითი საბიუჯეტო ხარჯების გარეშე.

სალექციო კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

საჯარო ფინანსების მართვა და საბიუჯეტო სისტემა

საჯარო და კერძო სამართლის შესავალი

თანამონაწილეობითი დემოკრატია და საბიუჯეტო პროცესი

კონტროლის პალატა და საჯარო ფინანსების აუდიტი

მონაცემთა ანალიზი და გადაწყვეტილების მიღება

საჯარო ფინანსების აღრიცხვა

აუდიტის საფუძვლები

ეფექტიანობის აუდიტი

სალექციო კურსის დასრულების შემდგომ, ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები. შესაძლებელია, წარმატებულ სტუდენტებს საქართველოს კონტროლის პალატამ შესთავაზოს თანამშრომლობა.

მოსალოდნელი შედეგი: წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის ისტორიაში პირველად შეიმნას ,,საჯარო სექტორის აუდიტის” სამაგისტრო პროგრამა. პროგრამა დაინერგება არა საქართველოს დედაქალაქში, არამედ ქუთაისში, რეგიონულ ადმინისტრაციულ ცენტრში და რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება დაეუფლონ პერსპექტიულ და კონკურენტუნარიან პროფესიას.

ადმინისტრაციული საკითხები: ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის (,,ბიზნესის ადმინისტრირების“, ,,ფინანსები, საბანკო და სადაზღვევო საქმისა“ და ,,მარკეტინგის“ სპეციალობების) სტუდენტებს, რომელთაც აქვთ სურვილი დაესწრონ ლექციებს, რეგისტრაციის გავლა ა. წ. 11 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ როგორც უნივერსიტეტში, ასევე საქართველოს კონტროლის პალატაში.

სალექციო კურსი 2010 წლის 12 ოქტომბერს დაიწყება. ლექციები ჩატარდება ყოველ კვირას, კვირაში 3 -ჯერ.

Wednesday, October 6, 2010

Facebook | პრეს–რელიზი

Facebook | პრეს–რელიზი

მთავარი გვერდი | საქართველოს კონტროლის...

მთავარი გვერდი | საქართველოს კონტროლის...

პრეს–რელიზი


2010 წლის 7 ოქტომბერს 11:00 საათზე, ქუთაისში,
საქართველოს კონტროლის პალატის ოფისში


საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს და გამართავენ ბრიფინგს


საქართველოს კონტროლის პალატა გამოდის ახალი ინიციატივით და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტთათვის 2010/2011 სასწავლო წელს წარმართავს სალექციო კურსს "საჯარო სექტორის აუდიტში".

მიზანი: რეფორმების შედეგად საქართველოს კონტროლის პალატაში უკვე დაგროვდა სტუდენტებისათვის გადასაცემად საკმარისი ცოდნა და გამოცდილება საჯარო სექტორის მართვისა და აუდიტის თანამედროვე მეთოდოლოგიის სფეროში.

საქართველოს კონტროლის პალატა, მისი თითოეული თანამშრომელი თავს ვალდებულად თვლის საკუთარი წვლილი შეიტანოს განათლების განვითარებასა და რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლები სალექციო კურსს წარუძღვებიან ყოველგვარი ანაზღაურებისა თუ სხვა დამატებითი საბიუჯეტო ხარჯების გარეშე.

სალექციო კურსი მოიცავს შემდეგ თემებს: "საჯარო ფინანსების მართვა და საბიუჯეტო სისტემა"; "საჯარო და კერძო სამართლის შესავალი"; "თანამონაწილეობითი დემოკრატია და საბიუჯეტო პროცესი"; "კონტროლის პალატა და საჯარო ფინანსების აუდიტი"; "მონაცემთა ანალიზი და გადაწყვეტილების მიღება"; "საჯარო ფინანსების აღრიცხვა"; "აუდიტის საფუძვლები"; "ეფექტიანობის აუდიტი".

სალექციო კურსის დასრულების შემდგომ, ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები. შესაძლებელია წარმატებულ სტუდენტებს საქართველოს კონტროლის პალატამ შესთავაზოს თანამშრომლობა.

მოსალოდნელი შედეგი: წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება საქართველოს ისტორიაში პირველად "საჯარო სექტორის აუდიტის" სამაგისტრო პროგრამის შექმნა. პროგრამა დაინერგება არა საქართველოს დედაქალაქში, არამედ რეგიონულ ადმინისტრაციულ ცენტრში და რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება დაეუფლონ პერსპექტივაში კონკურენტუნარიან პროფესიას.

ადმინისტრაციული საკითხები: ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის ("ბიზნესის ადმინისტრირების", ფინანსები, "საბანკო და სადაზღვევო საქმის" და "მარკეტინგის" სპეციალობების) სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ სურვილი დაესწრონ ლექციებს, რეგისტრაციის გავლა 11 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ როგორც უნივერსიტეტში, ასევე საქართველოს კონტროლის პალატაში.

სალექციო კურსი დაიწყება 12 ოქტომბერს. ლექციები ჩატარდება ყოველკვირეულად, კვირაში 3 დღე (ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი); ლექციის ხანგრძლივობა - 1 საათი, დასაწყისი 12:00 სთ.

შენიშვნა მედიისთვის: იმის გათვალისწინებით, რომ ბრიფინგი არ წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში, მემორანდუმთან ან ღონისძიებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და შევეცდებით ეს საკითხები მოვიცვათ ბრიფინგისას.

ღონისძიების ადგილი: ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა N22. საქართველოს კონტროლის პალატა
დასაწყისი: 11:00 საათი

საკონტაქტო პირი: გიორგი ჯაფარიძე
ტელეფონი: 895 23 03 00

ელ.ფოსტა: giorgi.japaridze.ccg@gmail.com
giorgi_japaridze@yahoo.com