Tuesday, July 20, 2010

2010 წლის 24-26 ივლისს, ორგანიზაცია GTZ

2010 წლის 24-26 ივლისს, ორგანიზაცია GTZ (გერმანული ტეკნიკური თანამშრომლობის საზოგადოება) საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლებისთვის ქ. ბათუმში მართავს სამუშაო შეხვედრას თემაზე: „ეფექტიანობის კვლევა საბიუჯეტო ორგანიზაციებში - სამართლებრივი საფუძვლები, საპილოტო აუდიტის მომზადება“.შეხვედრას გაუძღვება ბრემენის საანგარიშო პალატის წარმომადგენელი იენს გუზე.

SIGMA-ს სამუშაო შეხვედრა

2010 წლის 19-21 ივლისს, საქართველოს კონტროლის პალატაში, აუდიტორების სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით, SIGMA-ს მისიის ფარგლებში სამუშაო შეხვედრებს მართავს მრჩეველი ფინანსური კონტროლისა და აუდიტის საკითხებში ბიანკა ბრეტეშე და ექსპერტი ვილჰელმ როტერსვორდი.

საქართველოს კონტროლის პალატა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იწყებს აუდიტორების შერჩევას


საქართველოს კონტროლის პალატა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იწყებს აუდიტორების შერჩევას.

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ–ჩვევები:

• უმაღლესი განათლება;
• აუდიტორად მუშაობის არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება;
• ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო/საქართველოს რეგულაციების ცოდნა;
• აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
• კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
• გუნდური მუშაობის, გუნდში ლიდერობისა და პასუხისმგებლობის გადანაწილების უნარი;
• ანგარიშების მომზადება;
• ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.


2. რეკომენდირებული თემატიკა:

1. საქართველოს კონსტიტუცია;
2. საქართველოს კანონი „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ";
3. საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის N1321 ბრძანება
„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის
შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე.


დაინტერესებულმა პირებმა შერჩევის პირველი ეტაპისათვის უნდა წარმოადგინონ ავტობიოგრაფია/CV (საკონტაქტო ინფორმაციის, მათ შორის, ტელეფონის ნომრების მითითებით) და ორი სარეკომენდაციო წერილი (რეკომენდატორის სამუშაო ადგილის, თანამდებობის, ტელეფონის ნომრისა და ელფოსტის მითითებით). საბუთები მიიღება 2010 წლის 16 ივლისიდან 10 დღის ვადაში ელექტრონული ფოსტით: adjarahr.ccg@gmail.com

შერჩევის მეორე ეტაპი ჩატარდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის ადმინისტრაციულ შენობაში მისამართზე: ქ. ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. № 7.
შერჩევაში მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტაციის წარმოდგენა, გასაუბრებაზე მოწვევა ან გასაუბრებაში მონაწილეობა არ ავალდებულებს საქართველოს კონტროლის პალატას შერჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურად დაასაბუთოს ან გასცეს განმარტებები.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ქ. ბათუმში, შემდეგ ნომერზე: 4 71 95 .

უკრაინის საანგარიშო პალატის თაოსნობით შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა


2010 წლის 23 ივნისს უკრაინის საანგარიშო პალატის თაოსნობით „შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის ერთობლივი, პარალელური აუდიტის“ ფარგლებში უკრაინის დედაქალაქ კიევში პირველი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრას საქართველოს კონტროლის პალატის, ასევე, თურქეთის, რუმინეთის, რუსეთისა და უკრაინის უმაღლესი აუდიტორული ორგანოებისა და უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ერთობლივი აუდიტის ძირითად მიზნებს, კერძოდ:
· საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „შავი ზღვის დაბუნძურებისგან დაცვის კონვენციით“ ნაკისრი ვალდებულებებისა და ერთობლივი პროექტების ფარგლებში განხორციელებული იმ ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასება, რომლებიც მიმართულია შავი ზღვის დაბინძურების წინააღმდეგ. ასევე, ამ მიზნით გამოყოფილი სახსრების ეფექტიანი გამოყენების კვლევა და მონიტორინგი;
· შავი ზღვის აუზის დაბინძურების შესახებ ობიექტური ინფორმაციის მოპოვება-დამუშავება და შესაბამისი დასკვნის მოზადება;
· დაბინძურების შემცირებისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით რეკომენდაციებისა და გასატარებელი ღონისძიებების შემუშავება;
შეხვედრის პარალელურად, 2010 წლის 24-25 ივნისს, გაიმართა უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის (EUROSAI-ს) ფარგლებში შექმნილი სპეციალური ჯგუფის მე-2 შეხვედრა. აღნიშნული ჯგუფის საქმიანობის სფეროა „სტიქიური უბედურებების შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი სასხსრების აუდიტი.“

ვიზიტი ლატვიის სახელმწიფო აუდიტორულ ოფისში (17-20 ივნისი, 2010)


საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ლატვიაში იმყოფებოდა.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ლატვიის პრეზიდენტთან ვალდის ზატლერსთან, ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარესთან გუნდარს დაუძესთან და პარლამენტის საჯარო ხარჯებისა და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარესთან ანდრის ბერზინსთან.
ვიზიტის მიზანია საქართველოს კონტროლის პალატასა და ლატვიის სახელმწიფო აუდიტორულ ოფისს შორის თანამშრომლობის განვითარება. ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება ემსახურება ორგანიზაციების პროფესიული გამოცდილების გაზიარებას. აუდიტის თანამედროვე მეთოდების დანერგვის მიზნით საქართველოს კონტროლის პალატა, ლატვიის უმაღლეს აუდიტორულ ოფისთან ერთად, რამდენიმე სამინისტროს მაგალითზე წარმართავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საპილოტე აუდიტს. აღნიშნული პროცესი შეეხება აუდიტის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშის შედგენის ეტაპებს.
ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მიზნით, 17 ივნისს, ქ. რიგაში გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს ორ უმაღლეს აუდიტორულ ორგანოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

Sunday, July 18, 2010

კონტროლის პალატას შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის წარმომადგენლები ეწვივნენ


კონტროლის პალატას შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის ეფექტიანობის აუდიტის ჯგუფი ეწვია. ჯგუფს ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე როდგერ ბანეფელდი ხელმძღვანელობს. სტუმრები 3-დან 7 მაისამდე სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებს ჩაატარებენ თემაზე: „ეფექტიანობის აუდიტის შინაარსი და მისი როლი სახელმწიფო მართვაში.“
აღნიშნული ვიზიტი 2010 წლის 23 მარტს შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისსა და საქართველოს კონტროლის პალატას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.

Wednesday, July 7, 2010

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კონტროლის პალატაში


16 ივნისს, ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე შეხვდა კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილსა და პალატის თანამშრომლებს.შეხვედრისას განიხილეს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმების მიმდინარეობის პროცესი და კონტროლის პალატის 2009 წლის ანგარიშის ძირითადი მიმართულებები:
2009 წლიდანამოქმედდასაქართველოსკანონი „კონტროლისპალატისშესახებ“, რომელმაცძირეულადშეცვალა საქართველოს კონტროლის პალატის კომპეტენციის სფერო და უფლებამოსილება.
ახალი მანდატით კონტროლის პალატა საჯარო სექტორის აუდიტსა და საჯარო დაწესებულებების ექსპერტულ მომსახურებას ახორციელებს.
შეიქმნა დარგობრივი< მიმართულებების აუდიტის დეპარტამენტები.
კონტროლის პალატა იყო პირველი საჯარო დაწესებულება, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა კონტროლის პალატაში შიდა აუდიტის დეპარტამენტის შექმნას. კონტროლის პალატაში შეიქმნა აუდიტორ-სტაჟიორის საშტატო ერთეული, საკონკურსო შერჩევისა და სწავლების შემდგომ, 6 წარმატებული ახალგაზრდა საქართველოს კონტროლის პალატაში აუდიტორ-ასისტენტად აგრძელებს მუშაობას.
2009 წელს საერთაშორისო უმაღლესი აუდიტორული ორგანოების სტანდარტების მიხედვით იქნა შემუშავებული ფინანსური აუდიტის სტანდარტები, რომლითაც რეგულირდება კონტროლის პალატის აუდიტის პროცესი, მოხდა თანამშრომელთა გადამზადება, შეიქმნა (მომზადდა) კონტროლის პალატის ფინანსური აუდიტის სახელმძღვანელოს პროექტი.
საქართველოს კონტროლის პალატა საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე წარმართავს რისკზე დაფუძნებულ აუდიტს და აუდიტის დროს არსებითი უზუსტობებისა და ნაკლოვანებების შეუმჩნეველად დარჩენის აუდიტორული რისკი პალატამ 2 %-ის ოდენობით განსაზღვრა.
კონტროლის პალატამ 2009 წლიდან აუდიტის ობიექტებში შიდა კონტროლის სისტემის შეფასება დაიწყო, რაც საჯარო ფინანსების მართვის პროცესს უფრო მოქნილსა და ეფექტიანს ხდის.
წინასწარ განსაზღვრული რისკების შეფასების პროცედურები საშუალებას იძლევა დაიზოგოს სამუშაო და დროის რესურსები.
აუდიტის აქტი გახდა გაცილებით სანდო, ადვილად აღსაქმელია და მოიცავს აუდიტის ობიექტის ყველა არსებით ასპექტს.
2009 წელს კონტროლის პალატამ ჩაატარა 243 აუდიტი და მოიცვა 4.5 მილიარდი ლარის ბიუჯეტი.
ჩატარებული აუდიტების შედეგად კონტროლის პალატამ გამოავლინა კანონმდებლობის დარღვევის 1 195 შემთხვევა.
კონტროლის პალატის აუდიტის შედეგად, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვასა თუ საბიუჯეტო შემოსავლების მატებაში კონტროლის პალატის წვლილმა 12 963 033 ლარი შეადგინა
ბიუჯეტმადამატებით5 315 352 ლარის შემოსავალი მიიღო;
გამოვლინდა 5 266 406 ლარისარამიზნობრივითუარაეფექტიანი ხარჯვის შემთხვევები;
სახელმწიფობიუჯეტს 2 381 275 ლარისდიდინაწილისმობილიზების შესაძლებლობა გაუჩნდა.
2009 წელს, კონტროლის პალატის აუდიტის შედეგად, დანაშაულის ნიშნების მქონე ქმედების აღმოჩენის 23 შემთხვევა გადაეცა სამართალდამცავ ორგანოებს. შედეგად: 21 პირი მიცემულია პასუხისგებაში, სახელმწიფოსათვის ანაზღაურებული ზიანის ოდენობამ 3 324 233 ლარი შეადგინა.
2009 წელს კონტროლის პალატის აუდიტის შედეგად აუდიტის ობიექტებმა გაატარეს მნიშვნელოვანი ღონისძიებები ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად და ბიუჯეტში დააბრუნეს 78 600 ლარი.
საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტის შედეგებზე დაფუძნებული საზოგადოებრივი დებატები გახდა ერთ-ერთი საფუძველი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ახალი კანონის მიღებისათვის.
საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით, საწარმოთა მართვის სააგენტომ დაიწყო მუშაობა სახელმწიფო საწარმოთა მართვის სისტემურ მოწესრიგებაზე.