Monday, February 28, 2011

აუდიტორ - სტაჟიორთა სასწავლო პროგრამა განახლდა


კონტროლის პალატამ აუდიტორ-სტაჟიორთა სასწავლო პროგრამა განაახლა. სწავლებას ძირითადად კონტროლის პალატის ექსპერტები გაუძღვებიან. პროგრამა სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება გამოცდა. კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ, ხოლო საუკეთესოები კონტროლის პალატაში დასაქმდებიან.

აუდიტორ - სტაჟიორთა სწავლება ქუთაისში, კონტროლის პალატის სათავო ოფისში გაიმართება.

ანალოგიური პროგრამა 2009-2010 წლებშიც განხორციელდა, როდესაც შერჩეულ იქნა 70 აუდიტორ-სტაჟიორი, მათგან 14 საუკეთესო - კონტროლის პალატაში აგრძელებს კარიერას.

Wednesday, February 23, 2011

შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან


დღეს საქართველოს კონტროლის პალატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს საჯარო მმართველობისა და საჯარო ფინანსების მართვის საკითხები.

კონტროლის პალატაში დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნეს აქ მიმდინარე რეფორმების შედეგები და სიახლეები, საჯარო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის რეფორმირების, პროგრამული ბიუჯეტის დანერგვისა და ეფექტიანობის აუდიტის მნიშვნელობასთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ კონტროლის პალატასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გაგრძელდეს თანამშრომლობა და განისაზღვროს მისი პერიოდულობა და ფორმატი.
იხ. ტელესიუჟეტები

Monday, February 21, 2011

აუდიტორთა ტრენინგის სტრატეგია კონტროლის პალატაში


დღეს კონტროლის პალატაში SIGMA-მ (Support for improvement in Governance and Management) კონტროლის პალატასთან ერთად კონტროლის პალატის აუდიტორთა ტრენინგის სტრატეგიასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.
კონტროლის პალატის სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პროფესიონალი კადრების მომზადებისა და ტრენინგის ეფექტიანი სისტემის შექმნაა.
შეხვედრა SIGMA-ს წარმომადგენლებთან 24 მარტამდე გაგრძელდება.

Sunday, February 20, 2011

შვედეთის ელჩი კონტროლის პალატაში


საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიანა იანსე ეწვია. შვედ სტუმარს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა უმასპინძლა. შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ბოლო დროს კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი შემოწმებები და შედეგები; კონტროლის პალატაში მიმდინარე რეფორმები და მიღწევები;საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ხელშემწყობი პროექტი; თანამშრომლობა შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისთან;კონტროლის პალატის სამომავლო გეგმები.შეხვედრის შემდეგ შვედეთის ელჩმა განაცხადა: „საქართველოში გატარებულ რეფორმებს შორის მსურს გამოვყო საზოგადოებრივი სექტორის ფინანსური მართვის რეფორმა. ეს იმპერატიული რეფორმაა. რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა კონტროლის პალატის პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ და გაუმჯობესდა საჯარო ფინანსების მართვის ზედამხედველობა. აქვე დავძენ, რომ კიდევ უფრო დაიხვეწა კანონმდებლობა, ამაღლდა კადრების კვალიფიკაცია და შესაძლებლობები, დაინერგა საერთაშორისო აუდიტორული მეთოდოლოგიები.“
იხილეთ ტელესიუჟეტები

Monday, February 14, 2011

სადაზღვევო თაღლითობა


ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის აუდიტის მონაცემების საფუძველზე სამართალდამცავებმა 16 ადამიანი დააკავეს
იხილეთ ვიდეოები

ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შემუშავება


დღეს UNDP-ის (გაეროს განვითარების პროგრამა) პროექტის ფარგლებში საქართველოს კონტროლის პალატას ეწვია ჩეხეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს სამი ექსპერტი, რომლებიც ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებით კონტროლის პალატის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ.

შეხვედრის მიზანია კონტროლის პალატის ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის, აგრეთვე პერსონალის სამუშაო აღწერილობებისა და შეფასების სისტემის შემუშავება.

ჩეხი კოლეგების ვიზიტი 18 თებერვლამდე გაგრძელდება.

Wednesday, February 2, 2011

ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის აუდიტის წინასწარი მონაცემები


საქართველოს კონტროლის პალატა 2010 წლიდან იკვლევს ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მართვის კანონიერებას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით 2008-2010 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 284 მლნ. ლარი დაიხარჯა.კონტროლის პალატის აუდიტის წინასწარი მონაცემები საგანგაშოა, რადგან სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 284 მლნ. ლარიდან სადაზღვევო კომპანიებმა მოსახლეობის მომსახურებაზე აღნიშნული თანხის მხოლოდ 40% დახარჯეს, რომელიც მოხმარდა დაზღვეულთა მხოლოდ მეხუთედს; კომპანიების მოგების მარჟამ გადააჭარბა 60%-ს, მაშინ როდესაც სადაზღვევო ბიზნესის მომგებიანობის საერთაშორისო პრაქტიკის მსგავსად კერძო დაზღვევაში მოგების მარჟა 4%-ია.
იხ. დეტალურად