Tuesday, October 19, 2010

ახალი ტექნოლოგიები საქართველოს კონტროლის პალატაში


საქართველოს კონტროლის პალატა გზის საფარის ხარისხის შესამოწმებლად ახალ ტექნოლოგიებს გამოიყენებს. ეს არის მთელს მსოფლიოში აპრობირებული სპეციალური იმპულსური რადარი.დღეს, გომბორი-თელავის დამაკავშირებელი მაგისტრალის მცირე მონაკვეთზე, აღნიშნული რადარის ტესტირება ჩატარდა, რომელსაც საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, აუდიტორები და გერმანიიდან მოწვეული ექსპერტი ესწრებოდნენ. ტესტირებისას შემოწმდა გზატკეცილზე ჩატარებული სამუშაოები -ასფალტის საფარის სისქე და ხარისხი.იმპულსური, იგივე გამჭოლი რადარის საშუალებით შესაძლებელია მაგისტრალების, ქუჩების, ხიდების, აეროპორტის ასაფრენი ბილიკების, ასფალტისა და ბეტონის სისქის, ხარისხისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გაანალიზება. ასევე, შესაძლებელია მიწისქვეშა კომუნიკაციების მდებარეობისა და მისი მდგომარეობის დადგენა.აღნიშნული რადარის გამოყენება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც დროის, ისე სხვა რესურსების დაზოგვას.

No comments:

Post a Comment