Tuesday, October 26, 2010

რუმინეთის საანგარიშო სასამართლოს პრეზიდენტი ნიკოლაი ვაკაროიუ საქართველოს კონტროლის პალატას ეწვია


რუმინეთის საანგარიშო სასამართლოს (რუმინეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანო) პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია კონტროლის პალატასა და რუმინეთის საანგარიშო სასამართლოს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება. ნიკოლაი ვაკაროიუ კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, ლევან ბეჟაშვილსა და კონტროლის პალატის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. დღის ბოლოს ნიკოლაი ვიკაროიუ შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ზურაბ მელიქიშვილს და იუსტიციის მინისტრს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს, ზურაბ ადეიშვილს. აღნიშნულმა ხელშეკრულებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს კონტროლის პალატასა და რუმინეთის საანგარიშო სასამართლოს, განავითარონ ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ფინანსური რესურსების აუდიტის სფეროში შეხედულებების, ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების გაცვლას.ხელშეკრულებაზე ხელმოწერა გაიმართება 27 ოქტომბერს, ქუთაისში, კონტროლის პალატის სათავო ოფისში.

No comments:

Post a Comment