Friday, February 26, 2010

2009-2011 წლების სტრატეგია


კონტროლის პალატის 2009–2011 წლების სტრატეგიული გეგმა მოიცავს იმ ღონისძიებებს, რომელთა ეტაპობრივი და თანმიმდევრული გატარება უზრუნველყოფს სახელმწიფო (საჯარო) სექტორის სრულფასოვანი აუდიტის განსახორციელებლად დამოუკიდებელი ინსტიტუციის შექმნას. იხილეთ ვრცლად : http://control.ge/files/upload-file/pdf/2009-2011clebis-strategia.pdf

Thursday, February 25, 2010

პარლამენტი კონტროლის პალატის შემოწმების პრინციპის ცვლილებას გეგმავს

პარლამენტი კონტროლის პალატის შემოწმების პრინციპის ცვლილებას გეგმავს.ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კონტროლის პალატის შემმოწმებელი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ბეჟან ბუცხრიკიძემ, განაცხადა. აღსანიშნავია, რომ კონტროლის პალატის შემოწმების არსებული პრინციპი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში აღარ ხორციელდება; მზადდება კანონპროექტი, რომლის თანახმადაც კონტროლის პალატას, ისევე როგორც ეროვნულ ბანკს, საერთაშორისო აუდიტი შეამოწმებს, რა შემთხვევაშიც აუდიტს პარლამენტი იწვევს.დღეს მოქმედი რეგულაციით, კონტროლის პალატის საქმიანობის შემოწმების მიზნით, პარლამენტში სპეციალური კომისია იქმნება.ბეჟან ბუცხრიკიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ცვლილება მიმდინარე წელს არ შეეხება.

სახელმწიფო ქონება აუქციონზე

Wednesday, February 24, 2010

საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლები საკუთარი სკოლების ანგარიშებზე 9480 ლარს გადარიცხავენ

საქართველოს კონტროლის პალატა პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა. კონტროლის პალატის მიერ ჯამში 9480 ლარის ოდენობის თანხა სკოლების ანგარიშებზე გადაირიცხება. მათ შორის, 500 ლარს კონტროლის პალატის თავჯდომარე ლევან ბეჟაშვილი საკუთარ, 117-ე სკოლას, ხელფასიდან გადაურიცხავს.აღნიშნული თანხები ღვაწლმოსილ პედაგოგებს დაურიგდებათ. ასევე, გადახალისდება სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა ყველა სახელმწიფო მოხელეს, რომელთა ხელფასიც 1000 ლარზე ნაკლებია, მოუწოდა სკოლების ანგარიშზე 50 ლარი გადარიცხონ, ხოლო ვისი ხელფასიც 1000 ლარზე მეტია - 100 ლარი. "კურსდამთავრებულთა კლუბის“ პროექტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ALUMNI-ის სახელწოდებითაა ცნობილი და დიდი პოპულარობით სარგებლობს. პროექტის არგლებში წარმატებულ ადამიანებს საშუალება ეძლევათ საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სკოლას, სადაც სწავლობდნენ, გარკვეული დახმარება აღმოუჩინონ. 117–ე სკოლის დირექტორი დალილა ზუხბაია: „მსგავსი დახმარებები ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული სკოლისთვის. გვაქვს ბევრი პროექტი და სურვილი, რის განხორციელებასაც თანხები სჭირდება, იქნება ეს ბიბლიოთეკის და სპორტული დარბაზის შეკეთება და განვითარება თუ სხვა რამ. ამიტომ მსგავსი დახმარებები ჩვეთვის დიდი სტიმულია.“საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლები საკუთარი სკოლების ანგარიშებზე 9480 ლარს გადარიცხავენ.

2010 წლის ათი პრიორიტეტი


2009 წლის 23 დეკემბერს 10:30 საათზე საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ბ-ნ ლევან ბეჟაშვილის მიერ გამართული პრესკონფერენციის თემა: საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობისა და აუდიტის პრიორიტეტები 2010 წელს თემის მოკლე მიმოხილვა: 2010 წლისთვის საქართველოს კონტროლის პალატამ 10 პრიორიტეტული სფერო და მიმართულება გამოკვეთა. ვრცლად: http://control.ge/files/upload-file/pdf/priorities.jpg.pdf