Monday, March 29, 2010

კონტროლის პალატის დასკვნა სს "გუდაურის" შესახებ


საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 29 ოქტომბრის N135/43 და 26 ნოემბრის N142/43 ბრძანებებით სს „გუდაურში“ ჩატარებული თემატური აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სს „გუდაურის“ მიერ სახელმწიფოსგან მიღებული 6 -მილიონიანი სესხი არამიზნობრივად იქნა დახარჯული. ზემოაღნიშნული სესხი გამოყოფილი იყო გუდაურის სამთო-გამაჯანსაღებელი კომპლექსის განვითარებისა და რეაბილიტაციისთვის.
ჩატარებული აუდიტის შედეგად სხვა მნიშვნელოვან შედეგებთან ერთად აღმოჩნდა, რომ სს „გუდაურის“ მიერ ვალები ხელოვნურად იქნა გაზრდილი. ასევე გაწეულ იქნა არახელსაყრელი, დაუსაბუთებელი, გაუმართლებელი და არამიზნობრივი ხარჯები. კერძოდ: შპს "ერთობლივი საწარმო გუდაურისგან“ შესყიდულ იქნა 280 000 ევროს ღირებულების ბიზნეს კონსულტაციის მომსახურება. იმავე შპს "ერთობლივი საწარმო გუდაურისგან“ სს „გუდაურის“ ხელმძღვანელობამ შეისყიდა სასტუმრო კომპლექსის მართვის (მენეჯმენტის) მომსახურება, რისთვისაც მთლიანობაში გადახდილ იქნა 292 600 ლარი. აქედან 95 580 ლარი ანაზღაურებულია კანონიერი საფუძვლის გარეშე.
ზემოხსენებული ხარჯები არ იყო გათვალისწინებული სს „გუდაურის“ 2007 წლის ბიზნეს-გეგმასა და მასზე თანდართულ საწარმოს მიზნობრივად გაწერილ საპროგნოზო ხარჯებში და არც შესაბამისი ცვლილებები განხორციელებულა ბიზნეს-გეგმაში. შესაბამისად, იგი წარმოადგენს არამიზნობრივად გაწეულ ხარჯებს.

Thursday, March 25, 2010

საქართველოს კონტროლის პალატის 2009 წლის საფინანსო–ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია საქართველ

25 მარტს საქართველოს კონტროლის პალატის 2009 წლის საფინანსო–ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია საქართველოს კონტროლის პალატას ეწვევა. კომისიის წევრები დაესწრებიან პრეზენტაციას თემაზე: „აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესი კონტროლის პალატაში.“
საქართველოს კონტროლის პალატის 2009 წლის საფინანსო–ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები არიან: ბეჟან ბუცხრიკიძე (კომისიის თავმჯდომარე), პავლე კუბლაშვილი, ნიკოლოზ ლალიაშვილი, გიორგი მელაძე და სხვ.

Wednesday, March 24, 2010

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი


23 მარტს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისს შორის. მემორანდუმზე ხელს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა და შვედეთის აუდიტის ოფისის გენერალურმა აუდიტორმა ჟან ლანდალი მოაწერეს.

Monday, March 22, 2010

შვედეთის აუდიტის ოფისის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში


დღეს დაიწყო შვედეთის აუდიტის ოფისის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. დელეგაციას ხელმძღვანელობს შვედეთის აუდიტის ოფისის გენერალური აუდიტორი ჟან ლანდალი.
ვიზიტისას ხელი მოეწერება საქართველოს კონტროლის პალატას და შვედეთის აუდიტის ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტში და საქართველოს კონტროლის პალატაში.
შვედეთის აუდიტის ოფისის დელეგაციის ვიზიტი 26 მარტამდე გასტანს.

Wednesday, March 17, 2010

კონტროლის პალატის სტრატეგიის განახლების პროცესზე მუშაობა დაიწყო


2010 წლის 12-14 მარტს კონტროლის პალატის მმართველობითმა გუნდმა, საქართველოს შეფასების ასოციაცისათან/კომპანია EMC პარტნიორობით დაბა ბაზალეთში საქართველოს კონტროლის პალატის სტრატეგიის განახლების პროცესი დაიწყო.
ვორკშოფის მონაწილეებმა განიხილეს კონტროლის პალატის არსებული, 2009-2011 წლების სტრატეგია: მოხდა მიღწევების, აგრეთვე დასასრულებელი ამოცანების იდენტიფიკაცია; განისაზღვრა ახალი რეალობების შესაბამისი მიზნები. შეხვედრაზე კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა გაანალიზეს არსებული გარემო : გამოიკვეთა კონტროლის პალატის საქმიანობის სუსტი და ძლიერი მხარეები.
კონტროლის პალატის მისია და ღირებულებები, რომლებსაც დაეფუძნება სტრატეგია, რჩება უცვლელი. კონტროლის პალატის მისიაა: დაეხმაროს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მოქალაქეთა სასიკეთოდ საპარლამენტო კონტროლის განხორციელებაში. რაც შეეხება ღირებულებებს: ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, საჯაროობა და პროფესიონალიზმი - არის ის ღირებულებები, რომლებზეც იქნება დაფუძნებული კონტროლის პალატის სტრატეგია და საქმიანობა.
აღნიშნულის საფუძველზე ვორქშოფის მონაწილეებმა დაიწყეს ინტსტიტუციონალური და სტრუქტურული ერთეულების დონის სტრატეგიული მიზნების შესაბამისი შედეგების, მათი შეფასების კრიტერიუმებისა და სამოქმედო გეგმების ჩამოყალიბების, აგრეთვე გადაწყვეტილებებისა თუ საქმიანობის ვადების განსაზღვრის პროცესი.
კონტროლის პალატის სტრატეგიის განახლების – ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესის დასრულება მიმდინარე წლის აპრილში იგეგმება.
კონტროლის პალატის სტრატეგია წარედგინება საქართველოს პარლამენტს და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს. დაინტერესებულ პირებს სტრატეგიის გაცნობა კონტროლის პალატის ვებგვერდზე შეეძლებათ.

Friday, March 12, 2010

პარლამენტში ბიუჯეტის შესრულების ფინანსური აუდიტის პროგრამა

საქართველოს პარლამენტში საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ფინანსური (კამერალური) აუდიტის პროგრამა:
შესწავლილ და გაანალიზებულ იქნეს:
1. მიღებული საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მდგომარეობა:

1.1 წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის გადანაწილების მდგომარეობა და კანონიერებალ


1.2 დაზუსტებული ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობა საბიუჯეტო კლასიფიკაციის ცალკეული მუხლების მიხედვით;


1.3 საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობა;


1.4 გრანტების (ფულადი და სასაქონლო) მიღების, აღრიცხვის და გამოყენების მდგომარეობა;


2. ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება (ზრდა/კლება):


2.1 არაფინანსური აქტივების ცვლილება;


2.2 დებიტორ–კრედიტორების ცვლილება


რომელ ინვესტორებს ჩამოერთმევათ ობიექტები

სახელმწიფო საწარმოს პრივატიზაციის შემდეგ ინვესტორთა მიერ ვალდებულებათა შესრულების გაკონტროლება ეკონომიკის სამინისტროს პირდაპირი მოვალეობაა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოცემულ საქმიანობაში კონტროლის პალატაც აქტიურად ჩაერთვება და სახელმწიფო საწარმოთა მფლობელ ინვესტორებს გააკონტროლებს.
შეგახსენებთ, რომ 2009 წელს კონტროლის პალატამ სახელმწიფო საწარმოთა აუდიტი ჩაატარა. აუდიტმა ცხადყო, რომ არსებული 1400 საწარმოდან დაახლოებით 320 მათგანი იყო მომგებიანი, დანარჩენები კი საერთოდ არ ფუნქციონირებდნენ, ანდა წელს ზარალით ასრულებდნენ. ამის შედეგად არაერთი საწარმოს მფლობელი იქნა სახელმწიფო საკუთრების გაფლანგვაში ეჭვმიტანილი, რასაც მათი დაპატიმრება მოჰყვა.
ძნელი სათქმელია, გამოიღებს თუ არა შედეგს კონტროლის პალატის საქმიანობა, ანდა რაოდენ მკაცრად გაკონტროლდებიან ინვესტორები. თავისთავად, საკითხის გარშემო არაერთი კითხვა გაჩნდა, რომლებზეც პასუხების მისაღებად კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, ბატონ ლევან ბეჟაშვილს დავუკავშირდით:

- ბატონო ლევან, რომელ ინვესტორებს შეეხება კონტროლის პალატის შემოწმება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომელთა პრივატიზაციაც მომავალში მოხდება, თუ უკვე პრივატიზებული ობიექტების მფლობელებსაც?

- სამთავრობო დაწესებულებების მიერ მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების, საჯარო სიკეთისა და ფინანსების მართვის მონიტორინგი ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. ამდენად პრივატიზაციისას ინვესტორთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგის განმახორციელებელი ყველა დაწესებულების საქმიანობის შესწავლა მოხდება.

- კონკრეტულად რა ელით იმ ინვესტორებს, რომლებიც არ ასრულებენ ან არ შეასრულებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს? მოხდება მათი დაჯარიმება თუ მათთვის გადაცემული ქონების ჩამორთმევა?

- ახალი მანდატით კონტროლის პალატა არ გახლავთ ის ორგანო, რომელსაც რაიმე სახის სანქციის გამოყენება შეუძლია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ვალდებულებების შეუსრულებლობის დადასტურებისას ეკონომიკური განვითარების სამინისტრო გახლავთ ის ორგანო, რომელსაც აქვს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილებაც და ვალდებულებაც.

- ექსპერტთა ნაწილის აზრით, ეკონომიკის სამინისტრო საპრივატიზაციო ხელშეკრულებების ნაწილს ასაიდუმლოებს. მათ შორის სახელდება თბილისის აეროპორტის თურქ ოპერატორთან `ტავ ურბან ჯორჯიასთან~, ჰოსპიტალური სექტორის მონაწილე კომპანია `ბლოკ ჯორჯიასთან~ და `კალა კაპიტალთან~ დადებული ხელშეკრულებები. აპირებს თუ არა კონტროლის პალატა ამ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების და მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების საკითხის შესწავლას?

- კონტროლის პალატა აუდიტს წარმართავს ყველა იმ მნიშვნელოვანი მიმართულებით, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წლის დაწყებამდე განვაცხადეთ საჯაროდ და რომლებიც საზოგადოებრივი ინტერესის საგანია; ამ პროცესში კი გარწმუნებთ პალატისთვის ხელმიუწვდომელი ინფორმაცია არ იარსებებს, ხოლო აუდიტის შედეგები კი, დადგენილ ფარგლებში საჯარო გახდება. მნიშვნელოვანი რესურსის პრივატიზება განხორციელდა თბილისს გარეთ, შედეგები კი ჯეროვნად არ არის გაანალიზებული ამდენად ჩვენს მიერ გაცხადებული პრიორიტეტის ფარგლებში უმთავრესად შევისწავლით საქართველოს რეგიონებში განხორციელებული პრივატიზების შედეგებს.

- როდის დაიწყება კონტროლის პალატის მიერ ინვესტორების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესწავლას?

- როგორც აღვნიშნე, ინვესტორთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დისკრეციაა, თუმცა ამ უფლებამოსილების განხორციელების ეფექტურობა ხვდება კონტროლის პალატის მანდატში. რამდენადაც ინფორმირებულნი ვართ სამინისტრო მიმართულებით პერმანენტულად მუშაობს, შედეგებზე კი ჩვენ საზოგადოებასთან ერთად ვიმსჯელებთ.

აღსანიშნავია, რომ 2010 წელს ეკონომიკის სამინისტრომ 20-მდე ინვესტორთან ხელშეკრულება გააუქმა, ამ უკანასკნელთა მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო. სამინისტროში, ჯერჯერობით, არ არსებობს სრული სია კონკრეტულად რამდენი კომპანია თუ ინვესტორი დაჯარიმდა და რა თანხით. ჩვეულებისამებრ, კომპანია რაიმე ობიექტს შემდეგში მასში ინვესტირების მოთხოვნით ყიდულობს. თუმცა, ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს მხოლოდ მაშინ ხდება, თუკი ამას ინვესტორთან დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს. ასევე, ხელშეკრულების დამრღვევი ინვესტორის მიერ საწყის ეტაპზე გადახდილი თანხა, ე.წ `ბე~ სახელმწიფოს რჩება. ფაქტობრივად, სახელმწიფოს ინვესტორების მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის საწინააღმდეგო სხვა ბერკეტები არ გააჩნია. კონკრეტულად თუ რა ცვლილებებს მოიტანს ამ საქმეში კონტროლის პალატის აქტიური ჩარევა, დრო გვიჩვენებს.
გასათვალისწინებელია, რომ 2010 წელს კონტროლის პალატას არცთუ ცოტა სამუშაოს შესრულება მოუწევს, რადგან პრივატიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით ამ წელს გასაყიდად 300-მდე ობიექტს გაიტანენ. მთავრობა პრივატიზაციისგან წელს 14 მილიონის მობილიზებას ელოდება.

Thursday, March 11, 2010

პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემოწმება დაიწყო


საქართველოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ფინანსური აუდიტის პროგრამა:
შესწავლილ იქნეს:

1. ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობა ეკონომიკური კლასიფიკაციის ცალკეული მუხლების მიხედვით.

2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობა.

3. ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ცვლილება (ზრდა/კლება).

Wednesday, March 10, 2010

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2009 წლის ბიუჯეტის შესრულების ფინანსური აუდიტის პროგრამა

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისათვის ხელშეწყობა თუ უზრუნველყოფა სახელმწიფოს მთავარი პრიორიტრეტთაგანია, რომლის უზრუნველსაყოფადაც 2008-2009 წლებში გადაიდგა პირველი ნაბიჯები სისტემური ცვლილებებისათვის. საქართველოს კონტროლის პალატა მიიჩნევს, რომ ამ სფეროში დანერგილი სიახლეების შედეგების აუდიტის საფუძველზე სახელმწიფო მიიღებს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც გააადვილებს გადაწყვეტილებების მიღებას.

საქართველოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2009 წლის ბიუჯეტის შესრულების ფინანსური (გასვლითი) აუდიტის პროგრამა:

შესწავლილი და გაანალიზებული იქნას:

1. მიღებული საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მდგომარეობა
1.1. წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებულ ასიგნეებებში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის გადანაწილების მდგომარეობა და კანონიერება;
1.2. დაზუსტებული ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობა საბიუჯეტო კლასიფიკაციის ცალკეული მუხლების მიხედვით.
1.3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობა.
1.4. გრანდეტიბს (ფულადი და სასაქონლო), ჰუმანიტარული დახმარებების და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლების მიღების, აღრიცხვის და გამოყენების მდგომარეობა.
1.5. ფინანსური ანგარიშებისა და ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის კანონიერება.
2. ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება (ზრდა/კლება):

Tuesday, March 9, 2010

9 მარტიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს შემოწმება დაიწყო

იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებებში 80%-მდე განკუთვნილია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დაფინანსებისთვის, საქართველოს კონტროლის პალატა პრიორიტეტულად მიიჩნევს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების აუდიტის პროცესის დაწყებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ფინანსური აუდიტის პროგრამა:

შესწავლილ იქნეს:

1. წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციით გათვალისწინებული ასიგნებების შესრულების მდგომარეობა;

2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობა.

3. მიღებული გრანტების აღრიცხვის და გამოყენების მდგომარეობა.

4. ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ცვლილება ( ზრდა/კლება)

Monday, March 8, 2010

9 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოწმება იწყება

საქართველოს კონტროლის პალატა 09.03.10-08.05.10 იწყებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური/შესაბამისობის აუდიტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ 2007 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ფინანსური და შესაბამისობის (გასვლითი) აუდიტის

პ რ ო გ რ ა მ ა

შესწავლილ იქნას:

1. გადასახდელების სახეების მიხედვით ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებების ხარჯის კანონიერება;

2. წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების მთლიან მოცულობაში განხორციელებული ცვლილებებისა და დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებშ გადანაწილების და მოქმედ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის, აგრეთვე მაუწყებლის მიერ ვალდებულებების აღებისა და ხარჯების გაწევის არსებული წესების შესრულების მდგომარეობა;

3. ბიუჯეტით გათვალისწინებული ფონდებიდან სახსრების გამოყოფისა და მიზნობრივად ხარჯვის მდგომარეობა;

4. კრედიტების, გრანტებისა (ფულადი და სასაქონლო) და ჰუმანიტარული დახმარებების მიღების, აღრიცხვისა და მიზნობრივად გამოყენების მდგომარეობა;

5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა;

6. მოთხოვნებისა და ვალდებულებების (დებიტორ-კრედიტორების) ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობა;

7. სახელმწიფო ქონების აღრიცხვის, შენახვის, მოვლა-პატრონობისა და გამოყენების მდგომარეობა;

8. ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული სახსრების აღრიცხვისა და ხარჯვის კანონიერების მდგომარეობა;

9. ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშების შედგენის სისრულე და შესაბამისობა მოქმედ სტანდარტებთან.

Friday, March 5, 2010

კონტროლის პალატა ტვიტერზე


კონტროლის პალატა ტვიტერზე. thecontrolge აგვედევნეთ !

სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ფინანსური კამერალური აუდიტის პროგრამა

წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე გაანალიზდეს:

1. მიღებული საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მდგომარეობა:

1.1. სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების, ასევე საკასო და ფაქტობრივი შესრულების მდგომარეობა;

1.2. სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო და სხვა მიზნობრივი ფონდებიდან სახსრების გამოყოფისა და ათვისების მდგომარეობა;

1.3. გრანტის (ფულადი და სასაქონლო) მიღების, ათვისების და ანგარიშგებაში მოქმედი სტანდაარტების შესაბამისად ასახვის მდგომარეობა;

1.4. დებიტორულ – კრედიტორული დავალიანებების მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობის მდგომარეობა და რეალობა.

2. ფინანსური ანგარიშებისა და ანგარიშგების შედგენის შესაბამისობა მოქმედ სტანდარტებთან და მათი წარდგენის მდგომარეობა.

3. მხარჯავი დაწესებულების მიერ, "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრიორიტეტებისა და ამ პრიორიტეტების მისაღწევად განხორციელებული პროგრამებისა და ღონისძიებების შედეგების მდგომარეობა.

Thursday, March 4, 2010

გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მიერ დაგეგმილი სემინარი


2010 წლის 4 მარტს გაიმართა სამუშაო შეხვედრა რომელიც მიეძღვნა საქართველოს კონტროლის პალატის ანგარიშგების ხარისხისა და აღიარების გაუმჯობესებას.

საქართველოს კონტროლის პალატიდან შეხვედრას ესწრებოდნენ თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ლაცაბიძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები.შეხვედრა გახსნა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) რეგიონალური ბიუროს ხელმძღვანელმა გაბრიელე ბიორგინერმა.შეხვედრაზე გერმანული გამოცდილების შესახებ მოხსენებით გამოვიდა ბრემენის საანგარიშო პალატის ექსპრეზიდენტი, დოქტორი ლოთარ შპილჰოფი. მომხსენებელმა დამსწრეთ გააცნო ანგარიშების შედგენისა და საზოგადოებისათვის მიწოდების გამოცდილება, ამასთნ შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ საანგარიში პალატის სამუშაო დოკუმენტები.

შეხვედრისას განიხილეს კონტროლის პალატის პრაქტიკა და გასულ წელს შედგენილი ანგარიში. შერჩეულ მაგალითზე მოხდა სამუშაო ჯგუფების მიერ კონკრეტული თემის მოკლე ტექსტის შემუშავება და გამოცემა.

ვორქშოფის ორგანიზატორი გახლდათ გერმანიის ტექნიკური თანამშრომლიბის საზოგადოება (GTZ)

thecontrolge სკაიპში


კონტროლის პალატამ საზოგადოებასთან ურთერთობის გამარტივების მიზნით გახსნა skype–ის ანგარიში thecontrolge
თქვენ შეგიძლიათ skype - ს მეშვეობით დაგვეკონტაქტოთ ნებისმიერ სამუშაო დღეს.

საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურში 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ფინანსური აუდიტის პროგრამა

შესწავლილი და გაანალიზებული იქნას:
1. მიღებული საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მდგომარეობა
1.1 წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის გადანაწილების მდგომარეობა და კანონიერება;
1.2. დაზუსტებული ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობა საბიუჯეტო კლასიფიკაციის ცალკეული მუხლების მიხედვით.
2. ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება(ზრდა/კლება)

თავდაცვის სამინისტროში 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ფინანსური აუდიტის პროგრამა

შესწავლილი და გაანალიზებული იქნას:
1. მიღებული საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მდგომარეობა
1.1. წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის გადანაწილების მდგომარეობა და კანონიერება;
1.2. დაზუსტებული ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობა საბიუჯეტო კლასიფიკაციის ცალკეული მუხლების მიხედვით
1.3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობა
1.4. გრანტების (ფულადი და სასაქონლო), ჰუმანიტარული დახმარებების და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლების მიღების, აღრიცხვის და გამოყენების მდგომარეობა.
2. ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება(ზრდა/კლება)

Tuesday, March 2, 2010

შინაგან საქმეთა სამინისტროში 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების აუდიტის პროგრამა

შესწავლილი და გაანალიზებული იქნას:
1. მიღებული საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მდგომარეობა
1.1. წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის გადანაწილების მდგომარეობა და კანონიერება;
1.2. დაზუსტებული ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობა საბიუჯეტო კლასიფიკაციის ცალკეული მუხლების მიხედვით
1.3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობა
1.4. გრანტების ( ფულადი და სასაქონლო), ჰუმანიტარული დახმარებების და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლების მიღების აღრიცხვის და გამოყენების მდგომარეობა.
2. ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება(ზრდა/კლება)

Monday, March 1, 2010

საქართველოს კონტროლის პალატამ 2009 წლის ბიუჯეტის აუდიტის პროცესი დაიწყო


საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ფინანსური აუდიტის პროგრამა:შესწავლილი და გაანალიზებული იქნას:

  • 1. მიღებული საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მდგომარეობა

1.1 წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის გადანაწილების მდგომარეობა და კანონიერება;

1.2 დაზუსტებული ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობა საბიუჯეტო კლასიფიკაციის ცალკეული მიხედვით.


2. ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება(ზრდა/კლება).