Monday, January 31, 2011

საინფორმაციო ტექნოლოგიების სტრატეგიის შემუშავება


საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისიდან საინფორმაციო ტექნოლოგიების ექსპერტი ეწვია. სტუმრობის მიზანია კონტროლის პალატაში საინფორმაციო ტექნოლოგიების მხრივ არსებული მდგომარეობის შესწავლა და პალატის თანამშრომლებთან ერთად ამ მიმართულებით სტრატეგიული გეგმის შემუშავება. მსგავსი ვიზიტები 2010 წლის სექტემბერსა და ნოემბერში გაიმართა. აღნიშნული ვიზიტი პროექტის - „საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისს შორის ინსტიტუციური განვითარების თანამშრომლობის“ ფარგლებში ხორციელდება.

Tuesday, January 18, 2011

გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს

გილოცავთ


საქართველოს კონტროლის პალატა გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს

Saturday, January 8, 2011

საშობაო საქველმოქმედო აქცია მზურნველობამოკლებული ბავშვებისათვის


6 იანვარს საქართველოს კონტროლის პალატამ მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის საქველმოქმედო აქცია გამართა. აქცია რუსთაველის თეატრში გაიმართა, სადაც „მომავლის სახლის“ აღსაზრდელები და კონტროლის პალატის თანამშრომელთა შვილები სპექტაკლ „სალამურას“ დაესწრნენ.სპექტაკლის შემდეგ მოეწყო საახალწლო ნაძვის ხე, რის შემდეგაც კონტროლის პალატის თანმშრომლებმა „მომავლის სახლის“ აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცეს.