Thursday, September 23, 2010

აუდიტი ფინანსთა სამინისტროში


საქართელოს კონტროლის პალატამ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ჩაატარა (2009 წლის და 2010 წლის I და II კვარტლის) „სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის მხარდაჭერი პროექტის“ აუდიტი.
საქართელოს ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადდა ტენდერი 2009 წლის 6 თებერვალს, საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, საბიუჯეტო დოკუმენტაციების პოპულარული ვერსიების შესამუშავებლად. რაც გამოიხატებოდა 8500 ერთეული, ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის შემცველი ბროშურების ადვილი ენით დაწერაში, დაბეჭვდასა და საზოგადოების ფართო მასებში გავრცელებაში.
* ტენდერში მონაწილეობაზე ინტერესი გამოხატა 11 კომპანიამ, ხოლო დოკუმენტაცია წარმოადგინა მხოლოდ ორმა: შპს „კონგარმა“ და შპს „PMCG“. შპს „PMCG”-ის ფინანური წინადადება 117450 ლარით ნაკლები იყო შპს „კონგარის“ წინადადებაზე, მიუხედავად ამისა, ფინანსთა სამინისტროს მიერ ტექნიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, უპირატესობა მიანიჭა შპს „კონგარს“. აღნიშნულიდან, გამოდინარე, სამინისტრომ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან მიმართებაში, იმოქმედა არაეკონომიურად.
* შპს „კონგარი“-ს მიერ ტენდერში მონაწილეობისას წარმოდგენილი იქნა წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა ხელშეკრულებას გათვლილს 21 თვეზე, რაც ჯამში შეადგენდა 375850 ლარს დღგ-ს გარეშე. ხელშეკრულება ფინანსთა სამინისტროსა და შპს „კონგარს“ შორის დაიდო 17 თვის ვადით ხოლო ხელშეკრულების თანხა დარჩა უცვლელი. მიმღებ მხარეს (ფინანსთა სამინისტროს) არ მოუთხოვია ხელშეკრულების თანხის შემცირება, რის გამოც ბიუჯეტის პირდაპირმა ზარალმა შეადგინა 61446 ლარი.
* კონტრაქტის ღირებულებიდან, 322600 ლარი წარმოადგენდა ინტელექტუალურ შრომაში გადახდილ თანხას და 53250 ლარი ბროშურების დაბეჭვდაში გადახდილ თანხას. აუდიტის ჯგუფმა შეადარა დაბეჭვდილი ბროშურების შინაარსი - ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებს და შესაბამის დოკუმენტებს. შედეგად გამოვლინდა, რომ ბროშურების შინაარსი მთლიანად კოპირებულია აღნიშნული ანგარიშებიდან და არანაირი ახალი პროდუქტი არ არის შექმნილი. შესრულებული სამუშაო შეიძლებოდა შესრულებულიყო ფინანსთა სამინისტროს რესურსებით და მოითხოვდა მხოლოდ პოლიგრაფიულ და სათარჯიმნო სამუშაოებს. დაბეჭვდილი ბროშურებიდან 82% გავრცელდა ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტებში, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში და ქალაქ თბილისის მერიაში. აღნიშნულ უწყებებს შიდა მოხმარებისთვის არ ესაჭიროებოდა აღნიშნული რაოდენობის, ადვილი ენით, საზოგადოების ყველა ფენისთვის გასაგებ ენაზე დაბეჭვდილი ბროშურები. აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო სათანადო განმარტებები თუ რა საჭირო იყო ბიუჯეტის თანხების დახარჯვა ამ რაოდენობის ბროშურების ბეჭვდაში და მათ გავრცელებაში ისევ იმ უწყებებში, რომლებსაც ისედაც გააჩნდათ ეს ინფორმაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე 322600 ლარი გახარჯულია არაეკონომიურად და არამიზნობრივად.

No comments:

Post a Comment