Friday, September 10, 2010

საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორთა ეთიკის კოდექსი


საქართველოს კონტროლის პალატის რეფორმა გადამწყვეტ ფაზაშია.დღეს საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორთა ეთიკის კოდექსის ხელის მოწერის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა.აღნიშნული დოკუმენტი შემუშავებულია უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) მიერ აღიარებული ეთიკური სტანდარტების საფუძველზე. მისი მიზანია ხელი შეუწყოს თვისობრივად ახალი აუდიტორული მომსახურების განვითარებას, რომელიც ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ სახელმწიფო ფინანსების სფეროში შესაბამის პასუხიმგებელ პირებსა და ორგანოებს შესთავაზოს მაღალკვალიფიციური ექსპერტული რჩევები საჯარო ფინანსების მართვის გასაუმჯობესებლად. ამას გარდა, ეთიკის კოდექსის მიზანია ძირეული გარდატეხა მოახდინოს თავად კონტროლის პალატის მოსამსახურეთა ცნობიერებაში მათ პროფესიულ როლთან დაკავშირებით. მიუკერძოებლობა, პატიოსნება, პროფესიონალიზმი – ეს ის ფასეულობებია, რასთანაც ასოცირდება კონტროლის პალატის აუდიტორის პროფესია და თითოეულ თანამშრომელს ეკისრება ვალდებულება სრულად შეესაბამებოდეს მისი სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე მოთხოვნებს.
იხილეთ: აუდიტორთა კოდექსი

No comments:

Post a Comment