Wednesday, September 15, 2010

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის აუდიტის მნიშვნელოვანი შედეგები


ვაქცინაციის პროგრამის აუდიტით გამოვლინდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დარღვევები, რამაც გამოააშკარავა ჯანდაცვის სფეროში მომეტებული კორუფციული რისკები. აღსანიშნავია, რომ კორუფციული სქემა ამოქმედდა პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ერთადერთ ტენდერში:1. სახელმწიფო მოხელეებმა ვაქცინების შესაძენად გამოყოფილი ბიუჯეტი მოარგეს მიმწოდებელი კომპანიის ამონაგებს. შესყიდვა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, დაიგეგმა იმგვარად, რომ ბიუჯეტი მთლიანად მიიმართა კომპანია "ნ ფარმი +-ზე".2. სააგენტომ შეიძინა იაფფასიანი დაფასოების, საჭირო მარაგზე ნაკლები და მოკლე ვადით ვარგისი ვაქცინა, ისე, რომ არ დაზოგილა ბიუჯეტი. ამ ქმედებით სამინისტროს სისტემის თანამშრომლებმა გაზარდეს ერთეული ვაქცინის ფასი, რითაც გაზარდეს "ნ ფარმი+ –ის" ამონაგები და აზარალეს ბიუჯეტი. არამართლზომიერი ქმედებების შედეგად:1. 2009 წელს „ნ ფარმი +-ის“ მიერ იმპორტირებულ 6–ლარიან ვაქცინაში სააგენტომ გადაიხადა 17 ლარი. ჯამურად, 370.0 ათასი ლარის ვაქცინა შეძენილია 1070.0 ათას ლარად.კომპანიის სარგებელმა შეადგინა 700.0 ათასი ლარი.2. 2010 წელს „ნ ფარმი +-ის“ მიერ იმპორტირებულ 8.65– ლარიან ვაქცინაში სააგენტომ გადაიხადა 18 ლარი. ამდენად, 605.5 ათასი ლარის ვაქცინა შეძენილია 1260.0 ათას ლარად. სხვაობამ შეადგინა 654.5 ათასი ლარი. ტენდერში "ნ ფარმი +"-ის გამარჯვებას ხელი შეუწყვეს შესყიდვაში ექსპერტებად ჩართულმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა და მისმა მოადგილემ, რომლებმაც:1. 2009 წელს ტენდერიდან დისკვალიფიკაციის მიზნით, კონკურენტისაგან დაუსაბუთებლად მოითხოვეს დოკუმენტაცია, რომლის წარდგენა შეუძლებელი იყო;2. 2010 წელს ყალბი დასკვნით დაიწუნეს კონკურენტის წინადადება იმავე ხარისხის იაფფასიან პრეპარატზე, რათა ამ უკანასკნელს არ ჩაენაცვლებინა „ნ ფარმი +-ის“ პროდუქცია. სხვადასხვა წლებში, ვაქცინების მიწოდების პროცესში არაკოორდინირებული და შეუთანხმებელი ქმედების გამო ვაქცინების მოკლე პერიოდში გაუვარგისებით, სახელმწიფომ იზარალა 132.9 ათასი ლარი. სამინისტროს სისტემის თანამშრომლებმა სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზარალი, რამაც შეადგინა 1788.9 ათასი ლარი.

No comments:

Post a Comment