Friday, September 17, 2010

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის თავმჯდომარის კანდიდატურას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო განიხილავს


საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის თავმჯდომარის კანდიდატურას შესათანხმებლად წარუდგენს.აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის თავმჯდომარის კანდიდატურა სულხან ჯორთმენაძეა. იგი 2008 წლიდან აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს.12:30 საათზე კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი და სულხან ჯორთმენაძე აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მიხეილ მახარაძეს შეხვდებიან, ხოლო 13:00 საათზე ლევან ბეჟაშვილი აჭარის ა/რ კონტროლის პალატის თავმჯდომარის კანდიდატურას აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოს წარუდგენს.აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აქტიურად მიმდინარე საინვესტიციო საქმიანობის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბანდებული ინვესტიციების სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად მართვისა და ხარჯვის ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება.ამ მიმართულებით სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს კონტროლის პალატის, როგორც საფინანსო–ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანოს მიერ თავისი უფლებამოსილებების სანიმუშოდ შესრულებას, რასაც მიზნად ისახავს ამ უწყებაში მიმდინარე რეფორმა.აღნიშნული ინსტიტუციური რეფორმის ნაწილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატაში განსახორციელებელი სხვადასხვა, მათ შორის, საკადრო ცვლილებებიც.

No comments:

Post a Comment