Wednesday, May 2, 2012

შვედი ექსპერტების ვიზიტი

დღეს, 2 მაისს, საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის ( SNAO ) დელეგაცია ეწვია. შვედი ექსპერტები სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებენ თემაზე: „ფინანსური აუდიტისა და ხარისხის კონტროლი“.

სამუშაო შეხვედრები, რომელსაც საქართველოს კონტროლის პალატის ხელმძღვანელი პირები და აუდიტორები ესწრებიან, 8 მაისამდე გაგრძელდება.

ღონისძიება საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისს შორის 2010 წელს გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში ტარდება.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში კონტროლის პალატას შვედი ექსპერტების რამდენიმე ჯგუფი სტუმრობდა, რომლებმაც ქართველი კოლეგებისთვის სემინარები ჩაატარეს თემებზე: „ეფექტიანობის აუდიტი“, „შიდა და გარე კომუნიკაციები“, „თაღლითობა და კორუფცია“.
სიახლეები

No comments:

Post a Comment