Tuesday, May 22, 2012

მეთოდოლოგიის გზამკვლევის განხილვა

დღეს, 22 მაისს, სასტუმრო „თბილისი  მარიოტში“,  საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, საქართველოს კონტროლის პალატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა  სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომელზეც განხილულ იქპოლიტიკური დაფინანსების  მეთოდოლოგიის გზამკვლევი“.

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია დეტალურად გაიწეროს საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის მეთოდოლოგია პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სფეროში, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონის მიხედვით, რათა კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდეს პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგის პროცესი.

მეთოდოლოგიის დოკუმენტის განხილვაში მონაწილეობა მიიღო გაერთიანებული სამეფოს საარჩევნო კომისიის პარტიებისა და არჩევნების დაფინანსების სამსახურის დირექტორი, ლიზა კლეინი. აღსანიშნავია, რომ  ბრიტანელმა ექსპერტმა გუშინ, 21 მაისს, საქართველოს კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებისთვის  ჩაატარა ტრენინგი თემაზე; პარტიების ფინანსური მონიტორინგის განხორციელების პროცესში დარღვევების გამოვლენა და მათი პრევენცია, გამოკითხვების პროცედურის წარმოების მეთოდოლოგია და სხვ.

No comments:

Post a Comment