Saturday, April 21, 2012

მონიტორინგის მეთოდოლოგიის განხილვა


დღეს, 20 აპრილს საქართველოს კონტროლის პალატაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით. შეხვედრაზე განხილულ იქნა პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსების მონიტორინგის მეთოდოლოგიის გზამკვლევის ძირითადი პრინციპები.

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია დეტალურად გაიწეროს საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის მეთოდოლოგია პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სფეროში, საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონის მიხედვით. მეთოდოლოგიის გზამკვლევი მეტ სიცხადეს შესძენს კანონით საქართველოს კონტროლის პალატისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს და ხელს შეუწყობს ფინანსური მონიტორინგის გამჭვირვალობას. ამავდროულად, დოკუმენტი პოლიტიკურ სუბიექტებს ფინანსური გამჭვირვალობის ვალდებულების ეფექტურად შესრულებაში დაეხმარება.

სამუშაო შეხვედრები რეგულარულად გაიმართება მეთოდოლოგიის გზამკვლევის შემუშავების პროცესში.

No comments:

Post a Comment