Monday, March 29, 2010

კონტროლის პალატის დასკვნა სს "გუდაურის" შესახებ


საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 29 ოქტომბრის N135/43 და 26 ნოემბრის N142/43 ბრძანებებით სს „გუდაურში“ ჩატარებული თემატური აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სს „გუდაურის“ მიერ სახელმწიფოსგან მიღებული 6 -მილიონიანი სესხი არამიზნობრივად იქნა დახარჯული. ზემოაღნიშნული სესხი გამოყოფილი იყო გუდაურის სამთო-გამაჯანსაღებელი კომპლექსის განვითარებისა და რეაბილიტაციისთვის.
ჩატარებული აუდიტის შედეგად სხვა მნიშვნელოვან შედეგებთან ერთად აღმოჩნდა, რომ სს „გუდაურის“ მიერ ვალები ხელოვნურად იქნა გაზრდილი. ასევე გაწეულ იქნა არახელსაყრელი, დაუსაბუთებელი, გაუმართლებელი და არამიზნობრივი ხარჯები. კერძოდ: შპს "ერთობლივი საწარმო გუდაურისგან“ შესყიდულ იქნა 280 000 ევროს ღირებულების ბიზნეს კონსულტაციის მომსახურება. იმავე შპს "ერთობლივი საწარმო გუდაურისგან“ სს „გუდაურის“ ხელმძღვანელობამ შეისყიდა სასტუმრო კომპლექსის მართვის (მენეჯმენტის) მომსახურება, რისთვისაც მთლიანობაში გადახდილ იქნა 292 600 ლარი. აქედან 95 580 ლარი ანაზღაურებულია კანონიერი საფუძვლის გარეშე.
ზემოხსენებული ხარჯები არ იყო გათვალისწინებული სს „გუდაურის“ 2007 წლის ბიზნეს-გეგმასა და მასზე თანდართულ საწარმოს მიზნობრივად გაწერილ საპროგნოზო ხარჯებში და არც შესაბამისი ცვლილებები განხორციელებულა ბიზნეს-გეგმაში. შესაბამისად, იგი წარმოადგენს არამიზნობრივად გაწეულ ხარჯებს.

No comments:

Post a Comment