Monday, March 8, 2010

9 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოწმება იწყება

საქართველოს კონტროლის პალატა 09.03.10-08.05.10 იწყებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური/შესაბამისობის აუდიტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ 2007 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ფინანსური და შესაბამისობის (გასვლითი) აუდიტის

პ რ ო გ რ ა მ ა

შესწავლილ იქნას:

1. გადასახდელების სახეების მიხედვით ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებების ხარჯის კანონიერება;

2. წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების მთლიან მოცულობაში განხორციელებული ცვლილებებისა და დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებშ გადანაწილების და მოქმედ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის, აგრეთვე მაუწყებლის მიერ ვალდებულებების აღებისა და ხარჯების გაწევის არსებული წესების შესრულების მდგომარეობა;

3. ბიუჯეტით გათვალისწინებული ფონდებიდან სახსრების გამოყოფისა და მიზნობრივად ხარჯვის მდგომარეობა;

4. კრედიტების, გრანტებისა (ფულადი და სასაქონლო) და ჰუმანიტარული დახმარებების მიღების, აღრიცხვისა და მიზნობრივად გამოყენების მდგომარეობა;

5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა;

6. მოთხოვნებისა და ვალდებულებების (დებიტორ-კრედიტორების) ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობა;

7. სახელმწიფო ქონების აღრიცხვის, შენახვის, მოვლა-პატრონობისა და გამოყენების მდგომარეობა;

8. ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული სახსრების აღრიცხვისა და ხარჯვის კანონიერების მდგომარეობა;

9. ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშების შედგენის სისრულე და შესაბამისობა მოქმედ სტანდარტებთან.

No comments:

Post a Comment