Wednesday, March 17, 2010

კონტროლის პალატის სტრატეგიის განახლების პროცესზე მუშაობა დაიწყო


2010 წლის 12-14 მარტს კონტროლის პალატის მმართველობითმა გუნდმა, საქართველოს შეფასების ასოციაცისათან/კომპანია EMC პარტნიორობით დაბა ბაზალეთში საქართველოს კონტროლის პალატის სტრატეგიის განახლების პროცესი დაიწყო.
ვორკშოფის მონაწილეებმა განიხილეს კონტროლის პალატის არსებული, 2009-2011 წლების სტრატეგია: მოხდა მიღწევების, აგრეთვე დასასრულებელი ამოცანების იდენტიფიკაცია; განისაზღვრა ახალი რეალობების შესაბამისი მიზნები. შეხვედრაზე კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა გაანალიზეს არსებული გარემო : გამოიკვეთა კონტროლის პალატის საქმიანობის სუსტი და ძლიერი მხარეები.
კონტროლის პალატის მისია და ღირებულებები, რომლებსაც დაეფუძნება სტრატეგია, რჩება უცვლელი. კონტროლის პალატის მისიაა: დაეხმაროს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მოქალაქეთა სასიკეთოდ საპარლამენტო კონტროლის განხორციელებაში. რაც შეეხება ღირებულებებს: ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, საჯაროობა და პროფესიონალიზმი - არის ის ღირებულებები, რომლებზეც იქნება დაფუძნებული კონტროლის პალატის სტრატეგია და საქმიანობა.
აღნიშნულის საფუძველზე ვორქშოფის მონაწილეებმა დაიწყეს ინტსტიტუციონალური და სტრუქტურული ერთეულების დონის სტრატეგიული მიზნების შესაბამისი შედეგების, მათი შეფასების კრიტერიუმებისა და სამოქმედო გეგმების ჩამოყალიბების, აგრეთვე გადაწყვეტილებებისა თუ საქმიანობის ვადების განსაზღვრის პროცესი.
კონტროლის პალატის სტრატეგიის განახლების – ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესის დასრულება მიმდინარე წლის აპრილში იგეგმება.
კონტროლის პალატის სტრატეგია წარედგინება საქართველოს პარლამენტს და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს. დაინტერესებულ პირებს სტრატეგიის გაცნობა კონტროლის პალატის ვებგვერდზე შეეძლებათ.

No comments:

Post a Comment