Tuesday, April 3, 2012

ლატვიელი ექპერტების ვიზიტი

დღეს, 3 აპრილს, საქართველოს კონტროლის პალატა ლატვიის რესპუბლიკის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის ბიუროს (KNAB) წარმომადგენლებს მასპინძლობს. დელეგაციის წევრებს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი შეხვდა.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ლატვიელი ექსპერტები ქართველ კოლეგებს გაუზიარებენ გამოცდილებას და ჩაატარებენ პრეზენტაციებს შემდეგ თემებზე:
· პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამართლებრივი რეგულაციები;
· ფინანსური მონიტორინგის მეთოდოლოგია და რეკომენდაციები;
· პოლიტიკური პარტიებთან თანამშრომლობა;
· პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხები.
შეხვედრაზე მოწვეულნი არიან: პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური მენეჯერები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ლატვიის რესპუბლიკის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის ბიურო (KNAB) საქართველოს კონტროლის პალატასთან მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას, პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის განხორციელების საკითხებში რეკომენდაციების გაცვლის მიზნით.
პრეზენტაციები მიმდინარეობს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“

No comments:

Post a Comment