Thursday, June 21, 2012

მეთოდოლოგიის გზამკვლევის განხილვა


დღეს, 21 ივნისს,  საქართველოს კონტროლის პალატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც განხილულ იქნა  პოლიტიკური დაფინანსების  მეთოდოლოგიის გზამკვლევი დოკუმენტი.
დოკუმენტის მიზანია, დეტალურად განისაზღვროს საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის მეთოდოლოგია პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სფეროში, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, რათა კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდეს პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგის პროცესი.
აღნიშნული  დოკუმენტის შემუშავების მიზნით, მსგავსი სამუშაო შეხვედრები კონტროლის პალატასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის რეგულარულად ტარდება.

No comments:

Post a Comment