Sunday, February 20, 2011

შვედეთის ელჩი კონტროლის პალატაში


საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიანა იანსე ეწვია. შვედ სტუმარს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა უმასპინძლა. შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ბოლო დროს კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი შემოწმებები და შედეგები; კონტროლის პალატაში მიმდინარე რეფორმები და მიღწევები;საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ხელშემწყობი პროექტი; თანამშრომლობა შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისთან;კონტროლის პალატის სამომავლო გეგმები.შეხვედრის შემდეგ შვედეთის ელჩმა განაცხადა: „საქართველოში გატარებულ რეფორმებს შორის მსურს გამოვყო საზოგადოებრივი სექტორის ფინანსური მართვის რეფორმა. ეს იმპერატიული რეფორმაა. რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა კონტროლის პალატის პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ და გაუმჯობესდა საჯარო ფინანსების მართვის ზედამხედველობა. აქვე დავძენ, რომ კიდევ უფრო დაიხვეწა კანონმდებლობა, ამაღლდა კადრების კვალიფიკაცია და შესაძლებლობები, დაინერგა საერთაშორისო აუდიტორული მეთოდოლოგიები.“
იხილეთ ტელესიუჟეტები

No comments:

Post a Comment