Tuesday, July 20, 2010

უკრაინის საანგარიშო პალატის თაოსნობით შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა


2010 წლის 23 ივნისს უკრაინის საანგარიშო პალატის თაოსნობით „შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის ერთობლივი, პარალელური აუდიტის“ ფარგლებში უკრაინის დედაქალაქ კიევში პირველი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრას საქართველოს კონტროლის პალატის, ასევე, თურქეთის, რუმინეთის, რუსეთისა და უკრაინის უმაღლესი აუდიტორული ორგანოებისა და უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ერთობლივი აუდიტის ძირითად მიზნებს, კერძოდ:
· საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „შავი ზღვის დაბუნძურებისგან დაცვის კონვენციით“ ნაკისრი ვალდებულებებისა და ერთობლივი პროექტების ფარგლებში განხორციელებული იმ ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასება, რომლებიც მიმართულია შავი ზღვის დაბინძურების წინააღმდეგ. ასევე, ამ მიზნით გამოყოფილი სახსრების ეფექტიანი გამოყენების კვლევა და მონიტორინგი;
· შავი ზღვის აუზის დაბინძურების შესახებ ობიექტური ინფორმაციის მოპოვება-დამუშავება და შესაბამისი დასკვნის მოზადება;
· დაბინძურების შემცირებისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით რეკომენდაციებისა და გასატარებელი ღონისძიებების შემუშავება;
შეხვედრის პარალელურად, 2010 წლის 24-25 ივნისს, გაიმართა უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის (EUROSAI-ს) ფარგლებში შექმნილი სპეციალური ჯგუფის მე-2 შეხვედრა. აღნიშნული ჯგუფის საქმიანობის სფეროა „სტიქიური უბედურებების შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი სასხსრების აუდიტი.“

No comments:

Post a Comment