Thursday, February 25, 2010
პარლამენტი კონტროლის პალატის შემოწმების პრინციპის ცვლილებას გეგმავს
პარლამენტი კონტროლის პალატის შემოწმების პრინციპის ცვლილებას გეგმავს.ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კონტროლის პალატის შემმოწმებელი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ბეჟან ბუცხრიკიძემ, განაცხადა. აღსანიშნავია, რომ კონტროლის პალატის შემოწმების არსებული პრინციპი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში აღარ ხორციელდება; მზადდება კანონპროექტი, რომლის თანახმადაც კონტროლის პალატას, ისევე როგორც ეროვნულ ბანკს, საერთაშორისო აუდიტი შეამოწმებს, რა შემთხვევაშიც აუდიტს პარლამენტი იწვევს.დღეს მოქმედი რეგულაციით, კონტროლის პალატის საქმიანობის შემოწმების მიზნით, პარლამენტში სპეციალური კომისია იქმნება.ბეჟან ბუცხრიკიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ცვლილება მიმდინარე წელს არ შეეხება.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment